ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2010


ჩემი და კოსტას ერთობლივი ნაჯღაბნი( რიტმი კია ისე გაქცეული,1_ელი სტროფი ჩემია,მეორე კოსტასი და ასე)

ახლა მომინდა  სადმე სხვაგან,  ყველასგან მარტო
მოცხელო ტყვიას გავაცივებ ფართო გულ-მკერდით,
დამიტირებდა მერე სადმე ლამაზი ქალი
სიყვარულისთვის იქნებ ღირდეს ასე სიკვდილი.
ჟიპიტაურ გადავლილი ალეწილი სახე
ცხელი ტყვიით დალეწილი ფუთიანი მკერდი
თეთრ მწვერვალზე მარტოხელა მონადირის ქოხი
მივაღწევდი სიკვდილი რომ ფეხდაფეხ არ მდევდეს.
თეთრ მწვერვალებს ავიკლებდი,კარაბინის ხმებით,
მერე ალი დამიჭერდა ოქროსფერი თმებით,
მე ვეტყოდი, გაგექცევი,სიყვარული მელის
იქნებ ახლა ცოლი მარტო, მელოდება ქვევით.
მერე კიდევ ერთხელ ასე დავიფენდი მკლავზე
სულ ბოლოჯერ ვემთხვეოდი მისი კაბის კალთას
მერე ალბათ ადვილია ჩაისვენო რომ მზე,
მერე ალბათ ადვილია სიკვდილიც კი ალთან.
მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მაგარია როცა,
მოგინდება ჩახუტება შენს საყვარელ ქალთან,
იქვე გყავს და ვერ ეხვევი,გეშინია ვაჟკაცს,
რომ მოგიწევს შებრძოლება უსაშინლეს ალთან.
ცხოვრებას ხომ თან სიკვდილი ახლავს,
როგორცა წვიმს, ზუსტად ეგრე ჭექავს,
რა ჯობია ახლად მოთხრილ საფლავს,
ძმადნაფიცი რომ წაგიქცევს ჭიქას,
ცრემლს დაგადენს,დაგიტირებს ძმურად,
ძმა იყოო და დაგვტოვა ადრე,
ამოიღებს იარაღს და იტყვის
მეც წამოვალ და ვიყოთო ასე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები