ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


დედის პანაშვიდი

(პირველადი ვერსია)

-იყო რამდენის? ოთხმოცის? მეტის?
-დედაა ჩემი, გამზდელი დედა!
-სტკიოდა რამე? ასაკით მოკვდა? იყო რამდენის?
-მნიშვნელობა აქვს, იყო რამდენის? დედაა ჩემი!

გაუგებარი პასუხი მისთვის - წამით ეტკინა,
ყვავილი, მძიმედ, სხვა მისთანას გვერდით მიუდო,
მიუსამძიმრა და... ტკივილი გზას გააყოლა, 
"რა კარგი ქალი, ხსოვნა იყოს"... თან დააყოლა...

მოდის მეორე, კვლავ მძიმე კითხვა:
-იყო რამდენის? რამ გაუჭირვა?
-რა მნიშვნელობა სტკიოდა რამე?!
-რა მნისვნელობა ასაკი მისი, იყო რამდენის?!
-დედაა ჩემი, ჩემი გულია და ეს მეტკინა.

კვლავ ვერ გაიგო ჭირში მოსულმა პასუხი შვილის,
მოხდილი ქუდი თავთ დაიფარა,
ცალი ხელი ცეცხლს მიაფარა,
უცნობი ჟესტით დაემშვიდობა, გზას მოეფარა.

ასე გაგრძელდა დღე ერთი, ორი,
და მსგავსი კითხვა იყო მრავალი,
პასუხი ერთი, დედაა ჩემი!
და გაცემული ყველა პასუხი,
იმ ცეცხლის ალში, შვილის სხეულში,
იყო ტკივილი, ტკივილი გულში.

თავი ჩახარა ჭირისუფალმა,
როცა, რომ ხალხი მიმოიფანტა,
უსულო დედის სხეულს დახედა
და აქვითინდა, თითქოს მოეშვა,
გულში კი, რომელსაც დედიკო ქვია,
იმატა ალმა, უფრო დაეწვა.

დედა კი იყო ოთხმოცის და ერთით მეტი,
ბევრი იფიქრებს დრო იყო მისი,
შეიძლება რომ იყოს მართალიც,
მაგრამ შვილისთვის დედაა მაინც,
თუნდაც რომ იყოს ოთხმოცზე მეტის.

ყველანი ვნახავთ გაყინულ დედას,
და ალბათ მაშინ ყველა მივხვდებით,
ასაკით თუნდაც რომ იყოს ასის,
დედაა ჩემი, დედაა შენი, დედაა მაინც!

---

(ქალბატონ თამარ ბუკიას რედაქტირებით)

-იყო რამდენის? ოთხმოცის? მეტის?
-დედაა ჩემი, გამზდელი დედა!
-სტკიოდა რამე? ასაკით მოკვდა? იყო რამდენის?
-მნიშვნელობა აქვს, იყო რამდენის? დედაა ჩემი!

გაუგებარი პასუხი მისთვის - წამით ეტკინა,
ყვავილი, მძიმედ, სხვა მისთანას გვერდით მიუდო,
მიუსამძიმრა და... ტკივილი გზას გააყოლა, 
"რა კარგი ქალი, ხსოვნა იყოს"... თან დააყოლა...

მოდის მეორე... მერე მესამე... კვლავ მძიმე კითხვა:
- იყო რამდენის?
- სტკიოდა რამე?!
- რამ გაუჭირვა?
- მნიშვნელობა აქვს ასაკს მისას, - იყო რამდენის?!
დედაა ჩემი, ჩემი გულია და ეს მეტკინა.

კვლავ ვერ გაიგო მოსამძიმრემ პასუხი შვილის,
მოხდილი ქუდი დაიხურა და ცალი ხელი
ცეცხლს მიაფარა, ჩაისუნთქა კვამლი მომწარო,
უცნობი ჟესტით დაემშვიდობა და... თვალს მოეფარა.

- იყო რამდენის? - მსგავსი კითხვა იყო მრავალი,
- დედაა ჩემი! - ტკივილია ყველა პასუხში...
შვილის სხეულში მობრიალე იმ ცეცხლის ალში
ჩანდა ტკივილი, უსაშველო ტკივილი გულში.

თავი ჩახარა ჭირისუფალმა და როცა ხალხი
მიმოიფანტა, დედის სხეულს რიდით დახედა
და აქვითინდა, როგორც ბავშვი, გულზე მოეშვა,
დედის სიკვდილმა ბავშვობისკენ კვლავ მიახედა.

დედა კი იყო ოთხმოცის და ერთით მეტისაც,
იფიქრებს ვინმე, - (დრო ყოფილა აწ მისი წასვლის),
ჰო, შეიძლება იყოს კიდეც, სადღაც მართალიც,
მაგრამ შვილისთვის? - დედაა ჩემი, დედაა შენი, დედაა მაინც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები