ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2008


კარდი 1,დუბლი 1,გადაღებული...

შენი ფერის შენი მიმიკა გამახსენდა
სურვილისფრად გადაღებილი
ლამაზი მკერდით-
შიზო-სიშიშვლე
ობიექტივში
როცა ჩამისვი.
კოსმოდრომიდან
პოსტ-საბჭოთა
რაკეტა მოწყდა(ზედ მიწერილი CCCP)-
"ვერტი-რკალებზე"
უსასრულო
სივრცეში
ცურვით
გადაიღალა...
გარღვეულია
ოზონის ხვრელი!
ეხლაც ვზივარ
და მახსენდება ის,
მაშინდელი შენი ფერის შენი
სხეული-არქიტექტურა!
მობნეულია
მთელ მაგიდაზე
შენი სხეული-ის,მაშინდელი,
შიზო-სიშიშვლე
ობიექტივში
როცა ჩამისვი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები