ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


ღმერთი ვარ...

ქარები დამუნჯდნენ და სულში აყვირდნენ ქარები,
მიწაზე ვდგავარ და რატომღაც თეთრ ღრუბლებს ვერ ვწვდები,
მე ცოდვილს გამიხსენ უფალო სამყაროს კარები,
პლანეტა დამძიმდა და ცაზე ღრუბელი ბერწდება
ცოდვისგან.
                  ბნელდება თითქოს და სულების ტრამალი
გადახმა.
              სიჩუმე და ბოღმა ტრიალებს საშიში,
მოდის პირმოთნეთა და ფლიდთა ურიცხვი ამალა,
ჰაერი გაბლანტდა და სუნთქავ და თითქოს ჰაშიში
ჩაღვრილა ფილტვებში,დაბინდა ტვინი და გონება,
დაბინდდა!
                  მზის სხივი თვალებში ჩაქრა,ან გაბაცდა,
არ მინდა მე თქვენი მბრწყინავი ოქრო და ქონება,
არ მინდა საზომიც,გზა ჩემი ყველა გზას გადასცდა
რაც იყო,
ან არის,
ან თუნდაც შემდეგში იქნება,
მივდივარ ნაბიჯით ხან მწყობრით და ხანაც არეულ,
უფალი ვიპოვე ჩემში და ამგვარი მიგნებით
ღმერთი ვარ,
ღმერთში ვარ,
ღმერთია ჩემში და მთვარეულ
ზმანებებს თავს ვაღწევ,
ოცნებებს თავს ვაღწევ ვერაფრით
და ცისკენ გამირბის ჰაშიშით დამთვრალი გონება,
გამიღე უფალო მე ცოდვილს სამყაროს კარები,
არ მინდა არავის მბრწყინავი ოქრო და ქონება.

მიდის პირმოთნეთა ურიცხვი ამალა ოქროსკენ,
მე კი პლანეტაზე ვერაფრით და ვეღარ ვეტევი
და იყავ უფალო ჩემში და არასდროს წახვიდე,
ვიქნები შენში და ვიქნები ერთგული მეტივე,
ოღონდაც გამიშვი,ოღონდაც გამიშვი აქედან...
                                              დმ.2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები