ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Melomani
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2010


სამი მინიმა

ჩემ სახლთან ახლოს,
ლიანდაგია.
ყოველ ღამით, როცა ვიძინებ
მატარებელს მოაქვს ის,
რასაც მერე თვითონვე
მიფრთხობს ხოლმე.


როცა ანკესზე სურვილს
წამოვაცვამ,
რატომღაც
ოცნებას ვიჭერ ხოლმე.



ცხოვრება აბლაბუდასავით
ჩახლართული და რთულია,
თუმცა ყველაზე ცუდი ის არის,რომ
მისი მოსპობა
ერთი ცოცხის მოსმით შეიძლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები