გვირილა
ვარ მოგვირილო, უფრო მეტად - უგვირილესი, ცისა და მიწის შემაერთავი და უმიწეს მიწასაც ვგრძნობ ფესვებით, და უცეს ცას ვგრზნობ ყვავილით და ამ ქვეყნას შევიგრძნობ მწვანე ხერხემლით და თვს ვუკრავ უქარეს ქარს, როცა ლოცვით შემეგებება და ჩემს ყვავილს აათამაშებს, რომელიც ისე ჩანს ჰაერის სარკეში, როგორც ახლადგაფურჩქნული დილის მზე. უწყლესი წყალი ფესვებს მიკოცნის, უმზესი მზე ყვავილს მიკოცნის, ვარ ცის და მიწის შემაერთვი და ჩემი ასხლეტილი ტანი იდრიკება მზის სიმძიმისგან.
ასე მგონია, საფლავიდან ამოყოფილი ხელი ვარ და სიცოცხლეს ასე ვებღუჭები, როგორც ცის კაბადონს, რომელიც უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და ამამაღლებს.
ვარ მოგვირილო, უფრო მეტიც - უგვირილესი. თქვენო აღმატებულებავ, დედოფალო გვირილა, მიცანით? ეს მე ვარ, თქვენი გაგრძელება ამ გაზაფხულზე.
***
კაბებივით ვიცვლი დღეებს და გამონაცვალ დღეებს ყუთში ვინახავ. საიდანაც ისინი იჭყიტებიან, როგორც ძველი კაბები და შემახსენებენ ჩემს ჭრელ წარსულს - ხან მძიმეს და ხანაც მსუბუქს, აბრეშუმის სამოსელივით.
ძალიან მიყვარს ახალი კაბები, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ძველი კაბები, გაუცვეთელი და მომაბეზრებელი, ისევ რომ მენატრება, როგორც ბედნიერი დღეები და ისევ რომ ვუბრუნდები, როგორც მოწონებებს იმ დღეებზე, მხოლოდ სიხარულისგნ რომ შედგებოდა, მხოლოდ მზის ფერებისაგან რომ შედგებოდა.
ჩაცმისას ვგრძნობ, კაბები როგორ მეფერებიან და შერჩენიათ უწინ დასხმული სუნამოს სურნელი. არ ვარ კეკლუცი, ყოველდღიურად ჩასაცმელი კაბები მიყვარს. დღესასწაულებს არ მიველტვი და საგანგებოდ არ ვიპრანჭები.
კაბებივით ვიცვლი დღეებს და ჩემი დღეები კალენდრის ფურცლებივით ასლამაზია და ვერ ვიმეტებ გასაჩუქებლად, რაც დამიძველდა, რადგან ჩემი სიყვრული გამონაცვალი კაბებისადმი - - ძველი ღვინოა, რომელიც სისხლში მაქვს შერეული და და გადავყავარ სიხარულში დაუშრეტელში.
ანტილექსი
(ციკლიდან- ’’ლექსები მაქს რობლეზე’’
დაიღალა ლექსი ჩემში ყოფნით, როგორც ბავშვი, რომელიც მოუთმენლად ელოდება ცხრა თვის გასვლას. ლექსისთვის კი სულ ცხრა წუთი მჭირდება. ვინ იცის, ცხრა თვე რამდენი ლექსია. რამდენჯერ გავხდები ბედნიერი დედა. მე ვაგროვებ მზის ნამსხვრევებს წყალში, რათ სიყვარული შევაწებო და აღვადგინო მზე, რომელიც ჩვენს შორის არის, მაქს, როგორც მომრიგებელი, როგორც ძმადნაფიცი.
ჩვენ ორივე დამსხვრეულ ფრთებს ვისწორებთ, მაქს, რადგან უსიყვარულოდ გაჩენილთ შორის მოგვიწია ფრენამ.
დაიღალა ლექსი ჩემში ყოფნით. ამ ლექსის მამა შენ ხარ, მაქს. შენ რომ არა, ამ ლექსს ვერ დავწერდი. შენ რომ არა, ამ მზეს ვერ ვიხილავდი. შენ რომ არა, დამსხვრეული ფრთები ვერ გამიმრთელდებოდა. ჩვენი სიყვარულის ნაყოფია ეს ლექსი და სიყვარულით გაჩენილთ ქვეყნისკენ მიგვიძღვის.
დავიღლე უსიყვარულოთ შორის ყოფნით. დავიღალე მზის ნამსხვრევების აკრეფით. დავიღალე ანტილექსის ტარებით, რომელიც ლექსის ტყუპისცალია.
მოდი, ჩამოვსხდეთ მდელოზე, ხის ქვეშ და მე შენ ამ ლექსს გაჩუქებ, რომელშიც, როგორც სარკეში, გამოჩნდები და გაიხარებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. არ მოგვირილო, უფრო მეტად - უგვირილესი, ცისა და მიწის შემაერთავი და უმიწეს მიწასაც ვგრძნობ ფესვებით, და უცეს ცას ვგრზნობ ყვავილით
მაგარია არ მოგვირილო, უფრო მეტად - უგვირილესი, ცისა და მიწის შემაერთავი და უმიწეს მიწასაც ვგრძნობ ფესვებით, და უცეს ცას ვგრზნობ ყვავილით
მაგარია
17. დალილა ბედიანიძის ლექსები ჯერ კიდევ წიგნებიდან და ჟურნალ ''ლიტერატურული პალიტრიდან'' ვიცი... მიყვარს ქალბატონ დალილას ლექსები. მისი ლექსები ასევე გაზეთ ''ლიტერატურულ საქართველოში'' მაქვს წაკითხული! დალილა ბედიანიძის ლექსები ჯერ კიდევ წიგნებიდან და ჟურნალ ``ლიტერატურული პალიტრიდან`` ვიცი... მიყვარს ქალბატონ დალილას ლექსები. მისი ლექსები ასევე გაზეთ ``ლიტერატურულ საქართველოში`` მაქვს წაკითხული!
16. მადლობა ჯინი ძვირფასო! შეფასებები ნამდვილად არ არის საჭირო აქ , მთავარია, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით. თქვენამდელი კომენტარები უკვე გავაცანი დალილას, ახლა თუ შინაა ,დავურეკავ და თქვენსასაც წავუკითხავ. გაუხარდება.
მადლობა ჯინი ძვირფასო! შეფასებები ნამდვილად არ არის საჭირო აქ , მთავარია, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით. თქვენამდელი კომენტარები უკვე გავაცანი დალილას, ახლა თუ შინაა ,დავურეკავ და თქვენსასაც წავუკითხავ. გაუხარდება.
15. შესანიშნავი პოეტის მშვენიერ ლექსებთან კიდევ ერთხელ შეხვედრისთვის დიდი მადლობა ქ-ნ ნინო დარბაისელს!
რაც შეეხება შეფასებას, ამის უფლებას ნამდვილად ვერ მივცემ საკუთარ თავს! განა საჭიროა? შესანიშნავი პოეტის მშვენიერ ლექსებთან კიდევ ერთხელ შეხვედრისთვის დიდი მადლობა ქ-ნ ნინო დარბაისელს!
რაც შეეხება შეფასებას, ამის უფლებას ნამდვილად ვერ მივცემ საკუთარ თავს! განა საჭიროა?
14. დალილა - ჩემი უსაყვარლესი პოეტი იყო... მისი ყველა წიგნი მქონდა და მისი ლექსებიც ზეპირად ვიცოდი... სამწუხაროდ, მე თავად მოვწყდი დალილას შემოქმედებას, მაგრამ მისი ავტოგრაფიანი წიგნები - დღესაც ამშვენებს ჩემ წიგნების კარადას. დალილა - ჩემი უსაყვარლესი პოეტი იყო... მისი ყველა წიგნი მქონდა და მისი ლექსებიც ზეპირად ვიცოდი... სამწუხაროდ, მე თავად მოვწყდი დალილას შემოქმედებას, მაგრამ მისი ავტოგრაფიანი წიგნები - დღესაც ამშვენებს ჩემ წიგნების კარადას.
13. სწორედ დალილასია ეს სტრიქონები, ფლე-ში ძვირფასო! სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდები ბეჭდურ ლიტერატურას ნაკლებად იცნობენ, თორემ თქვენი თქმისა არ იყოს, ეცოდინებოდათ, რომ ის რაც ზოგიერთ თანამედროვე ავტორს ნოვაციად ეთვლება ხოლმე, დალილას შემოქმედების მცოდნეთათვის ’’კარგად დავიწყებული ძველია’’. სწორედ დალილასია ეს სტრიქონები, ფლე-ში ძვირფასო! სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდები ბეჭდურ ლიტერატურას ნაკლებად იცნობენ, თორემ თქვენი თქმისა არ იყოს, ეცოდინებოდათ, რომ ის რაც ზოგიერთ თანამედროვე ავტორს ნოვაციად ეთვლება ხოლმე, დალილას შემოქმედების მცოდნეთათვის ’’კარგად დავიწყებული ძველია’’.
12. "სიჩუმეში მესმის ლექსის ფეხის ხმა".... თუ არ ვცდები, ეს ლექსი დალილასი უნდა იყოს. მას ლექსებთან ერთად ბრწყინვალე წერილებიც აქვს. ბევრი დღევანდელი რასაც ჩემულობს, დალილას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი და დაბეჭდილი. სამწუხაროა, რომ მას ახალგაზრდობა არ იცნობს. "სიჩუმეში მესმის ლექსის ფეხის ხმა".... თუ არ ვცდები, ეს ლექსი დალილასი უნდა იყოს. მას ლექსებთან ერთად ბრწყინვალე წერილებიც აქვს. ბევრი დღევანდელი რასაც ჩემულობს, დალილას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი და დაბეჭდილი. სამწუხაროა, რომ მას ახალგაზრდობა არ იცნობს.
11. გამაოცა წინა კომენტარებმა... მე მომიტევეთ, მაგრამ რატომღაც ვერ წარმომედგინა, თუ ვინმე იქნებოდა ამ საიტზე, ვისაც არ ეცოდინებოდა ამ მართლაც საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედის ვინაობა და შესაბამისად, მისი შემოქმედებაც.
ეს ლექსები კი, უბრალოდ, ყოველგვარი შეფასების გარეშე,- კარგებია!!! გაიხარეთ!!!
გამაოცა წინა კომენტარებმა... მე მომიტევეთ, მაგრამ რატომღაც ვერ წარმომედგინა, თუ ვინმე იქნებოდა ამ საიტზე, ვისაც არ ეცოდინებოდა ამ მართლაც საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედის ვინაობა და შესაბამისად, მისი შემოქმედებაც.
ეს ლექსები კი, უბრალოდ, ყოველგვარი შეფასების გარეშე,- კარგებია!!! გაიხარეთ!!!
10. კარგებია.
555 კარგებია.
555
9. მიხარია, ეს ლექსები ადასტურებს დალილა დღესაც ფორმაშია. მაღალი პოეზიის ნიშნულს ქვემოთ არ ეშვება. ნინომ, რამდენიმე წინადადებით გვიჩვენა მისი ლიტერატურული პროფილი.ამასთან დალილა, როგორც ლიტერატურისმცოდნე, კრიტიკოსი საინტერესო წერილების ავტორია.დავალებული ვარ მისგან, ადრე გაზეთ''ლიტერატურულ საქართველოში" ვრცელი წერილი მიუძღვნა ჩემს პოეზიას. იშვიათი სიკეთისა და სულიერების მქონე პიროვნებაა. მიხარია, ეს ლექსები ადასტურებს დალილა დღესაც ფორმაშია. მაღალი პოეზიის ნიშნულს ქვემოთ არ ეშვება. ნინომ, რამდენიმე წინადადებით გვიჩვენა მისი ლიტერატურული პროფილი.ამასთან დალილა, როგორც ლიტერატურისმცოდნე, კრიტიკოსი საინტერესო წერილების ავტორია.დავალებული ვარ მისგან, ადრე გაზეთ``ლიტერატურულ საქართველოში" ვრცელი წერილი მიუძღვნა ჩემს პოეზიას. იშვიათი სიკეთისა და სულიერების მქონე პიროვნებაა.
8. ნინო ძვირფასო, გაიხარე, ნიჭიერი ადამიანია აშკარად. კარგ საქმეს აკეთებთ. ნინო ძვირფასო, გაიხარე, ნიჭიერი ადამიანია აშკარად. კარგ საქმეს აკეთებთ.
7. "ჩაცმისას ვგრძნობ, კაბები როგორ მეფერებიან და შერჩენიათ უწინ დასხმული სუნამოს სურნელი. არ ვარ კეკლუცი, ყოველდღიურად ჩასაცმელი კაბები მიყვარს. დღესასწაულებს არ მიველტვი და საგანგებოდ არ ვიპრანჭები."
ყველა კარგია, მაგრამ ეს გამოვარჩიე... ძალიან ნაგრძნობი, ქალური და კარგი პოეზიაა.. არ ვიცოდი ეს ავტორი აქამდე და გამიხარდა, ახლა რომ გავიგე. "ჩაცმისას ვგრძნობ, კაბები როგორ მეფერებიან და შერჩენიათ უწინ დასხმული სუნამოს სურნელი. არ ვარ კეკლუცი, ყოველდღიურად ჩასაცმელი კაბები მიყვარს. დღესასწაულებს არ მიველტვი და საგანგებოდ არ ვიპრანჭები."
ყველა კარგია, მაგრამ ეს გამოვარჩიე... ძალიან ნაგრძნობი, ქალური და კარგი პოეზიაა.. არ ვიცოდი ეს ავტორი აქამდე და გამიხარდა, ახლა რომ გავიგე.
6. გიორგი ძვირფასო! დალილა ბედიანიძე გახლავთ ცნობილი ქართველი პოეტი, რომელიც გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და შეიძლება ითქვას, მთელი შემდგომი ნაკადების შემოქმედებას მისი გავლენა ჰქონდა. ცხადია, გარკვეული პერიოდის მანძილზე, როგორც დამწყები ავტორი მეც მათ შორის გახლდით , (ვგულისხმობ ოთხმოციანი წლების დასაწყისს).მეოცე საუკუნის მიწურულის ქართული ვერლიბრის ისტორიაში მისი სტატუსი გამოკვეთილია. მისი შემოქმედება განხილული და შესწავლილია არაერთ ლიტერატურულ სტატიასა თუ სამეცნიერო ნაშრომებში. სტილურად და ჟანრობრივად მისი პოეზია - ფართოა. აქ შეხვდებით როგორც დასავლურ და აღმოსავლურ მყარ სალექსო ფორმებს, ასევე მოდერნისტული ლექსის სხვადასხვა სახეობებს. ამჟამად (ქალის ასაკს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სამოც წლამდეა). ინტერნეტ- სივრცესთან შეხება არა აქვს. ამიტომ დროდადრო მე ვდებ ხოლმე მის ლექსებს. გიორგი ძვირფასო! დალილა ბედიანიძე გახლავთ ცნობილი ქართველი პოეტი, რომელიც გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და შეიძლება ითქვას, მთელი შემდგომი ნაკადების შემოქმედებას მისი გავლენა ჰქონდა. ცხადია, გარკვეული პერიოდის მანძილზე, როგორც დამწყები ავტორი მეც მათ შორის გახლდით , (ვგულისხმობ ოთხმოციანი წლების დასაწყისს).მეოცე საუკუნის მიწურულის ქართული ვერლიბრის ისტორიაში მისი სტატუსი გამოკვეთილია. მისი შემოქმედება განხილული და შესწავლილია არაერთ ლიტერატურულ სტატიასა თუ სამეცნიერო ნაშრომებში. სტილურად და ჟანრობრივად მისი პოეზია - ფართოა. აქ შეხვდებით როგორც დასავლურ და აღმოსავლურ მყარ სალექსო ფორმებს, ასევე მოდერნისტული ლექსის სხვადასხვა სახეობებს. ამჟამად (ქალის ასაკს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სამოც წლამდეა). ინტერნეტ- სივრცესთან შეხება არა აქვს. ამიტომ დროდადრო მე ვდებ ხოლმე მის ლექსებს.
5. რა ასაკისაა დალილა?
ქევანიშვილის სკოლაა ეგ? რა ასაკისაა დალილა?
ქევანიშვილის სკოლაა ეგ?
4. გაიხარეთ, ძვირფასებო! რომ იცოდეთ, რა მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის გამოხმაურება დალილასათვის!(შესაბამისად - ჩემთვისაც) დღეს საღამოს, ცხრა საათისთვის დამირეკავს და ტელეფონით უნდა წავუკითხო ეს კომენტარები. გაიხარეთ, ძვირფასებო! რომ იცოდეთ, რა მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის გამოხმაურება დალილასათვის!(შესაბამისად - ჩემთვისაც) დღეს საღამოს, ცხრა საათისთვის დამირეკავს და ტელეფონით უნდა წავუკითხო ეს კომენტარები.
3. ჩვენ ორივე დამსხვრეულ ფრთებს ვისწორებთ, მაქს, რადგან უსიყვარულოდ გაჩენილთ შორის მოგვიწია ფრენამ.
ეს განსაკუთრებით...
ქალბატონო ნინო, ალბათ უკეთესია.
მოგიკითხეთ... ჩვენ ორივე დამსხვრეულ ფრთებს ვისწორებთ, მაქს, რადგან უსიყვარულოდ გაჩენილთ შორის მოგვიწია ფრენამ.
ეს განსაკუთრებით...
ქალბატონო ნინო, ალბათ უკეთესია.
მოგიკითხეთ...
2. რა კარგი ლექსებია! :) ბოლო განსაკუთრებით! რა კარგი ლექსებია! :) ბოლო განსაკუთრებით!
1. ძვირფასებო! არ ვიცი რა ტექნიკური პრობლემაა ამის მიზეზი, მაგრამ ვერც ერთი ჩემი ნიკით ( დიოტიმა, დებორა, ველისციხელი) - ავტორიზაცია მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიარე. ამიტომ ახლიდან დავრეგისტრირდი. იქნებ უკეთესიცაა, რომ ნიკი და სახელი იდენტური მექნება. ძვირფასებო! არ ვიცი რა ტექნიკური პრობლემაა ამის მიზეზი, მაგრამ ვერც ერთი ჩემი ნიკით ( დიოტიმა, დებორა, ველისციხელი) - ავტორიზაცია მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიარე. ამიტომ ახლიდან დავრეგისტრირდი. იქნებ უკეთესიცაა, რომ ნიკი და სახელი იდენტური მექნება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|