„მოგენატრები კი ოდესმე?...“ ნესტან კვეიძე
მე - თ ა ი ა ვარ! და მე გეკითხები შ ე ნ : მოგენატრები კი ოდესმე?
ვიცი, ვიცი, რომ მოგენატრები, მაგრამ შორს იქნება სული ჩემი... შორს, სადღაც, ვარსკვლავებს შორის... იმდენად შორს, რომ იქნებ ვერც კი დაინახო ჩემი ვარსკვლავის ჩუმი ციალი.
და მაინც...
თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ შენ მე გჭირდები შენს გვერდით, მინატრე...მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა... ცას ამოხედე! ხედავ, როგორ გაბრწყინდა ერთ-ერთი ვარსკვლავი? ეს მე ვარ! გავიგებ, ვიგრძნობ, რომ მიხმე და მეც მაშინვე შენთან გავჩნდები, მაგრამ... შენ ვერ დამინახავ მე! ვერ დამინახავ ისეთს, როგორიც გახსოვდი!... შენ უნდა შემიგრძნო...
და თუ შენიშნავ, რომ შენი ბაღის ერთ-ერთი ყვავილი შენ გიყურებს და თავისთან გიხმობს, იცოდე, იმ ყვავილში ვარ!...
თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები...
იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...
ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!!!... მაგრა, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!
მაშინ... როცა მწყურვალი წყაროს წყალს დაეწაფები, დააკვირდი, – წყურვილს ერთ-ერთი ყლუპი მოგიკლავს!... ეს მე ვიქნები!... სული ჩემი შენს სულს დაარწყულებს და ამით მიცნობ...
თუ ცივ ზამთარში თოვლის ფიფქები ტუჩებზე დაგადნება და წამწამებიდან ცრემლებად ჩამოგადნება, იცოდე, მე გეამბორე და იმ „ცრემლებშიც“ მე ვიყავი ჩამდნარი...
თუ დილით მზის ათინათი, ცელქი „მზის ბაჭია“ სახეზე დაგასკუპდა, ნუ განდევნი, ფარდას ნუ ჩამოაფარებ... ეს ჩემი თითები გეფერებოდა და ჩუმად გაღვიძებდა... ჰო, მინდოდა, თვალი გაგეხილა, რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი!
შენს ფანჯარაში „შემთხვევით“ შემოფრენილი ჩიტი არ დააფრთხო მოქნეული ხელით, – ეს ხომ მე ვარ, შენთან და შენთვის მოფრენილი!..
გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!... გტკივა? – მიხმე და მოვალ! თვალი დახუჭე და წარმომიდგინე შენს გვერდით მდგარი!... ახლა ჩემი მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანე და წარბებს შორის, „მესამე თვალზე“ დაიდე... მოგირჩა? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!!!
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!! თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!!
და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ!!! მაგრამ... მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. აქამდე რატომ არ მაქვს წაკითხული? მაპატიოს ამ მართლაცდა უძლიერესმა ნაწარმოებმა.., ავტორმაც :) +5............................5. სხვა რა უნდა ვთქვა? ან სხვა რა შემიძლია? სიტყვები არ მყოფნის...
პატივისცემით: აქამდე რატომ არ მაქვს წაკითხული? მაპატიოს ამ მართლაცდა უძლიერესმა ნაწარმოებმა.., ავტორმაც :) +5............................5. სხვა რა უნდა ვთქვა? ან სხვა რა შემიძლია? სიტყვები არ მყოფნის...
პატივისცემით:
30. ეწ ნაწერი უძლიერესია. ძლიერმა სევდამ გული დამიწვა. ეწ ნაწერი უძლიერესია. ძლიერმა სევდამ გული დამიწვა.
29. "გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!... თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!!"
ქალი, რომელსაც საიტზე ყოველი შემოსვლისას ვკითხულობ, ეს კი ყველაზე ძაან მიყვარს, ჩემი სულის ახლობელია >>>>. "გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!... თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!!"
ქალი, რომელსაც საიტზე ყოველი შემოსვლისას ვკითხულობ, ეს კი ყველაზე ძაან მიყვარს, ჩემი სულის ახლობელია >>>>.
28. მც ხშირად მენატრები:) მც ხშირად მენატრები:)
27. ვაიმეე.. სულში ჩამწვდა.. სხეულის კედლები გაარღვია, ვერ გადმოვცემ.. ვჩუმდები.. უკომენტაროდ .. ვაიმეე.. სულში ჩამწვდა.. სხეულის კედლები გაარღვია, ვერ გადმოვცემ.. ვჩუმდები.. უკომენტაროდ ..
26. შენა, თაია მოდის ხოლმე ისევ? მაგარია, რა... 1 სხეული და 2 სული!... მაგას სად ნახავ კიდევ?! 5 შენა, თაია მოდის ხოლმე ისევ? მაგარია, რა... 1 სხეული და 2 სული!... მაგას სად ნახავ კიდევ?! 5
25. ლამაზი ჩანახატია 5 ლამაზი ჩანახატია 5
24. ეს ჩანახატი 1998 წელს არის დაწერილი თაიას მიერ... როცა პირველად წავიდა! ამ "წავიდას" 90 % ვერ გაიგებთ, რას ვამბობ, მაგრამ... მაპატიეთ, ყველაფრის ახსნა არ შემიძლია! მთავარია, რომ თაია აქ, დედამიწაზე აღარ არის, და მხოლოდ იშვიათად თუ "დაგვხედავს-ხოლმე"...
ამ ჩანახატით ოდესღაც თაია დამემშვიდობა მეც და ჩემს მეგობრებსაც, რომელთაც თაია ძალიან უყვარდათ!.. ისინი დრემდე შესცქერიან ცას... თაიას დაბრუნების მოლოდინში, თაიას დაბრუნების იმედით!... მიყვარხარ, თაია!!! ეს ჩანახატი 1998 წელს არის დაწერილი თაიას მიერ... როცა პირველად წავიდა! ამ "წავიდას" 90 % ვერ გაიგებთ, რას ვამბობ, მაგრამ... მაპატიეთ, ყველაფრის ახსნა არ შემიძლია! მთავარია, რომ თაია აქ, დედამიწაზე აღარ არის, და მხოლოდ იშვიათად თუ "დაგვხედავს-ხოლმე"...
ამ ჩანახატით ოდესღაც თაია დამემშვიდობა მეც და ჩემს მეგობრებსაც, რომელთაც თაია ძალიან უყვარდათ!.. ისინი დრემდე შესცქერიან ცას... თაიას დაბრუნების მოლოდინში, თაიას დაბრუნების იმედით!... მიყვარხარ, თაია!!!
23. რატომ გვემშვიდობება? აკი სულ გვერდით ვიქნებიო? იცი, რაღაც ძალიან შორეული და თბილი გამახსენე, მადლობთ 5 რატომ გვემშვიდობება? აკი სულ გვერდით ვიქნებიო? იცი, რაღაც ძალიან შორეული და თბილი გამახსენე, მადლობთ 5
22. სიყვარულით ანათებს ეს მშვენიერი ჩანახატი სიყვარულით ანათებს ეს მშვენიერი ჩანახატი
21. მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!! მეც ასე ვარ ხოლმე.......... მადლობთ დანახვისთვის........
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!! მეც ასე ვარ ხოლმე.......... მადლობთ დანახვისთვის........
20. ბევრი არაფერი, ცოტა კიდე დაძაბე გონება იქნებ უკეტესი გამოგივიდეს :) 3 ბევრი არაფერი, ცოტა კიდე დაძაბე გონება იქნებ უკეტესი გამოგივიდეს :) 3
19. აქ აღარ ვწერ კომენტარებს,თუ დღიურებს.მაგრამ მინდა''ყველას დასანახად'',და არა პირადში გითხრა.საოცარი ადამიანი ხარ.იშვიათი,ულამაზესი სულის...უკარგესი- .(და ამიტომ,გაგირბივარ,ცეცხლივით,ეს სხვა თემაა და ამაზე არ მინდა ეხლა)მოდი უბრალოდ გეტყვი,რაც არ უნდა ავრიო,აგირიო,რანაირიც უნდა ვიყო კარგი თუ ცუდი..მადლობა რომ არსებობ,თამარ!!!!!!!!!!!!შენნნაირი ადამიანები ალამაზებენ ,სიკეთით და სინათლით ავსებენ ამ მარაზმულ სამყაროს. მინდა ბევრი ლამაზი სიტყვა დაგიწრო,ეხლა...უბრალოდ არ მინდა სიტყვებით გავაფუჭო....შენ ისედაც გესმის და გრძნობ. ''შენთან''ჩემი სახლია.... აქ აღარ ვწერ კომენტარებს,თუ დღიურებს.მაგრამ მინდა``ყველას დასანახად``,და არა პირადში გითხრა.საოცარი ადამიანი ხარ.იშვიათი,ულამაზესი სულის...უკარგესი- .(და ამიტომ,გაგირბივარ,ცეცხლივით,ეს სხვა თემაა და ამაზე არ მინდა ეხლა)მოდი უბრალოდ გეტყვი,რაც არ უნდა ავრიო,აგირიო,რანაირიც უნდა ვიყო კარგი თუ ცუდი..მადლობა რომ არსებობ,თამარ!!!!!!!!!!!!შენნნაირი ადამიანები ალამაზებენ ,სიკეთით და სინათლით ავსებენ ამ მარაზმულ სამყაროს. მინდა ბევრი ლამაზი სიტყვა დაგიწრო,ეხლა...უბრალოდ არ მინდა სიტყვებით გავაფუჭო....შენ ისედაც გესმის და გრძნობ. ``შენთან``ჩემი სახლია....
18. ტკივილიანი ჩანახატია,
განწობის მიხევდით წასაკითხი
აი მე სევდიანი შეგრძება დამიტოვა,
ამიტომ ცოტა გავმხიარულდები და მოვძებნი მსუბუქ ჩანახატს
იყოს ლექსიც
ხუთს ვწერ! რომ შეგიძლია სხვაც აზიაროთ ტკივილიან ემოციებს ტკივილიანი ჩანახატია,
განწობის მიხევდით წასაკითხი
აი მე სევდიანი შეგრძება დამიტოვა,
ამიტომ ცოტა გავმხიარულდები და მოვძებნი მსუბუქ ჩანახატს
იყოს ლექსიც
ხუთს ვწერ! რომ შეგიძლია სხვაც აზიაროთ ტკივილიან ემოციებს
17. ძალიან მომეწონა555555 ძალიან მომეწონა555555
16. მახსოვს ეს სითბოც და ეს ტკივილიც... მახსოვს ეს სითბოც და ეს ტკივილიც...
15. მახსოვს. თამრო რატომ აღარ მოხვედი? მახსოვს. თამრო რატომ აღარ მოხვედი?
14. შეხვედრამდე K-PEX-ზე, თაია :) შეხვედრამდე K-PEX-ზე, თაია :)
13. დაგემშვიდობოო? იქნებ აქ მაინც მიპასუხო? გული მწყდება გეფიცები.... დაგემშვიდობოო? იქნებ აქ მაინც მიპასუხო? გული მწყდება გეფიცები....
12. თაამ :) ხო არ წასულხარ, მაგრამ მაინც უფრო კარგად დაბრუნდი ;) თაამ :) ხო არ წასულხარ, მაგრამ მაინც უფრო კარგად დაბრუნდი ;)
11. ეს მახსოვს მეც ლიტ ჯედან:)
გამიხარდით და მოგიკითხეთ
5 ეს მახსოვს მეც ლიტ ჯედან:)
გამიხარდით და მოგიკითხეთ
5
10. შენ უნდა შემიგრძნო...
მახსოვს თაია...მომწონს ძალიან! მიყვარხართ, თამარ! შენ უნდა შემიგრძნო...
მახსოვს თაია...მომწონს ძალიან! მიყვარხართ, თამარ!
9. ვახ კაცო თამარი რა შუაშია?
თაიას დავემშვიდობეთ. :) ვახ კაცო თამარი რა შუაშია?
თაიას დავემშვიდობეთ. :)
8. ვიდრე "მაგდას" გავაგრძელებ, ამის დადება მომინდა! დღეს ასე იყო საჭირო! და ისე, ყველას გასაგონად ვამბობ: ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ საიტზე, ვიქნები მეც!... მე არსად ვაპირებ წასვლას! სახლიდან არასოდეს მიდიან!!! მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ!!! ვიდრე "მაგდას" გავაგრძელებ, ამის დადება მომინდა! დღეს ასე იყო საჭირო! და ისე, ყველას გასაგონად ვამბობ: ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ საიტზე, ვიქნები მეც!... მე არსად ვაპირებ წასვლას! სახლიდან არასოდეს მიდიან!!! მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ!!!
7. თამარ... ძალიან თბილი...
მოგიკითხე სიყვარულით ;;) 5 თამარ... ძალიან თბილი...
მოგიკითხე სიყვარულით ;;) 5
6. ნახვამდის, მოგვენატრები !!! ნახვამდის, მოგვენატრები !!!
5. და თაიას კი არ ვემშვიდობები...ვერ...:) და თაიას კი არ ვემშვიდობები...ვერ...:)
4. მე კიდე გულისგახეთქვა მინდოდაა?! "გემშვიდობებითო" რომ დავინახე გულიმიილია...მეგონა თქვენც... ისედაც,ბობო,ბარტყი,ბაკური ...
თამარ,ეს ძაან თბილია და ისე ახლო მოვიდა...ძაან მომეწონა,ძაან...:) მე კიდე გულისგახეთქვა მინდოდაა?! "გემშვიდობებითო" რომ დავინახე გულიმიილია...მეგონა თქვენც... ისედაც,ბობო,ბარტყი,ბაკური ...
თამარ,ეს ძაან თბილია და ისე ახლო მოვიდა...ძაან მომეწონა,ძაან...:)
3. მოგიკითხეთ :) 5 :) მოგიკითხეთ :) 5 :)
2. ეს მახსოვს, და მომწონს!5 ეს მახსოვს, და მომწონს!5
1. ააააააააააა "მე ვიცი გაივლის წლები და მოგენატრები.." ეს გამახსენდა უცებ და მეტკინა რაღაცნაირად : ( 55555555 ააააააააააა "მე ვიცი გაივლის წლები და მოგენატრები.." ეს გამახსენდა უცებ და მეტკინა რაღაცნაირად : ( 55555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|