შემოანგრიე ზურგით კარები. სიტყვები პირში შემომიფრინდნენ და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად . წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან და აეწყო და მედიდურად თაროზე დადგა კერამიკის ლურჯი ლარნაკი .
ოღონდ უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
,,შატალოზე,, ვარ. ზამთარია, ან ადრიანი გაზაფხული. ჩემი კანჭები უფრო ლურჯია, ვიდრე ხელში - - ბოლო რიგის ორი ბილეთი და იგვიანებს, ჩემი პირველი შეყვარებული... და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი, ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია და უდარდელად ლაზღანდარობს სხვასკოლელებთან...
მაგრამ უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით!
ჩემი მანქანა დამუხრუჭდა . ’’ყვითელზე’’ ვდგავარ. ქვაფენილიდან წამოხტა და გაიქცა კაცი..
მხოლოდ უკუსვლით ყველაფერი , ასე უკუსვლით!
ქვა-ღორღის მთიდან აივანზე ავფრიალდი და გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.
მართლა უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით!
ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები დაკარგულები, ცოცხლები, მკვდრები.
მაინც უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
გაქრა სისხლი და მზიან მინდორზე ახალამოსულ ბალახს წიწკნის თეთრი ბატკანი.
მორჩა, ვჩერდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ხო ეს უმაგრესია +5 ხო ეს უმაგრესია +5
20. განსაკუთრებით პირველი ნაწილი : ) განსაკუთრებით პირველი ნაწილი : )
19. საინტერესოა, ნათქვამის სიმწირის თუ სიუხვის - ამ ''დოზირების'' მხრივ, რა განსხვავებაა რითმიანსა და ურითმო ლექსს შორის? ასეთი რამ ჩემთვის უცნობია. საინტერესოა, ნათქვამის სიმწირის თუ სიუხვის - ამ ``დოზირების`` მხრივ, რა განსხვავებაა რითმიანსა და ურითმო ლექსს შორის? ასეთი რამ ჩემთვის უცნობია.
18. ურითმო ლექსისათვის, ზედმეტად მწირია ნათქვამი აქ.
ვთქვი მე და ვიმეორებ...
კრიტიკა რამდენად შემიძლია არ ვიცი.უფრო არა ალბათ ვიდრე კი, მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია და ეს აზრი არაა დამოკიდებული გამინუსპლიუსებაზე. ურითმო ლექსისათვის, ზედმეტად მწირია ნათქვამი აქ.
ვთქვი მე და ვიმეორებ...
კრიტიკა რამდენად შემიძლია არ ვიცი.უფრო არა ალბათ ვიდრე კი, მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია და ეს აზრი არაა დამოკიდებული გამინუსპლიუსებაზე.
17. კი, მე მომწონს ჩემი გემოვნებითაც და ლიტერატურული ღირებულებითაც. ლექსს ემოცია აქვს, სურათები იხატება, შინაარსის დინამიკაც საინტერესოდაა გადაწყვეტილი. კი, მე მომწონს ჩემი გემოვნებითაც და ლიტერატურული ღირებულებითაც. ლექსს ემოცია აქვს, სურათები იხატება, შინაარსის დინამიკაც საინტერესოდაა გადაწყვეტილი.
16. მადლობა, კოსტა, რომ ''სმენითაც'' წაგიკითხავთ ლექსი. შიგ მართლაც არის რამდენიმე უხეში სიტყვა. მათი ფუნქციაა, თავისებური ''ხორკლი'' შეუნარჩუნონ ტექსტს,დაიცვან მეტისმეტი მოპირკეთებულობისაგან, რაც მკითხველთა ერთი ნაწილის აზრით, ჩემი ლექსების ნაკლოვან მხარედაც კი მიიჩნევა. მადლობა, კოსტა, რომ ``სმენითაც`` წაგიკითხავთ ლექსი. შიგ მართლაც არის რამდენიმე უხეში სიტყვა. მათი ფუნქციაა, თავისებური ``ხორკლი`` შეუნარჩუნონ ტექსტს,დაიცვან მეტისმეტი მოპირკეთებულობისაგან, რაც მკითხველთა ერთი ნაწილის აზრით, ჩემი ლექსების ნაკლოვან მხარედაც კი მიიჩნევა.
15. სალვადორ ძვირფასო! ეპოქის შენაძენი არა თუ ეს ლექსი, ამაზე გაცილებით უკეთესებიც კი ვერ იქნება. ოცდამეერთე საუკუნის პირველი დეკადა იწურება და პოეზიისთვის ეგ დრო კარგა ხნის წინ მიილია. იქნებ ამ ემოციურ რეაქციის გამოხატვას, მართლაც სჯობდეს,დაასაბუთებულად გააკრიტიკოთ ეს და ჩემი სხვა ლექსები. მე მუდამ მზად გახლავართ, არათუ ორი, არამედ უამრავი განსხვავებული აზრის მოსასმენად, და ეს ვფიქრობ, არავისთვის არ წარმმოადგენს საიდუმლოს. არცთუ იშვიათად თავად ვცდილობ მკითხველთა პროვოცირებას, ოღონდ რაიმე, საინტერესო, არგუმენტირებული აზრი მოვისმინო. ასე რომ, გელით! (მაგრამ - შეგიძლიათ?) სალვადორ ძვირფასო! ეპოქის შენაძენი არა თუ ეს ლექსი, ამაზე გაცილებით უკეთესებიც კი ვერ იქნება. ოცდამეერთე საუკუნის პირველი დეკადა იწურება და პოეზიისთვის ეგ დრო კარგა ხნის წინ მიილია. იქნებ ამ ემოციურ რეაქციის გამოხატვას, მართლაც სჯობდეს,დაასაბუთებულად გააკრიტიკოთ ეს და ჩემი სხვა ლექსები. მე მუდამ მზად გახლავართ, არათუ ორი, არამედ უამრავი განსხვავებული აზრის მოსასმენად, და ეს ვფიქრობ, არავისთვის არ წარმმოადგენს საიდუმლოს. არცთუ იშვიათად თავად ვცდილობ მკითხველთა პროვოცირებას, ოღონდ რაიმე, საინტერესო, არგუმენტირებული აზრი მოვისმინო. ასე რომ, გელით! (მაგრამ - შეგიძლიათ?)
14. რამოდენიმე სიტყვა უხეშად მოხვდა ტურს. რამოდენიმე სიტყვა უხეშად მოხვდა ტურს.
13. =)) საინტერესოდ დაემთხვა ეს კომენტარი ლიტ.გე_ზე თეთრონის გამინუსებას =)) =)) =)) =)) საინტერესოდ დაემთხვა ეს კომენტარი ლიტ.გე_ზე თეთრონის გამინუსებას =)) =)) =))
12. ჟანრი თქვენ არ მიუთითეთ. და რატომ გგონიათ რომ ეს არის ეპოქის შენაძენი? რატომ გგონიათ რომ თუ ვინმეს არ მოსწონს თქვენი მტერია? ამ შემთხვევაში თქვენ ჩანხართ ის ადამიანი, ვინაც დაწერილ მინუსებზე ღიზიანდება. არ ვიცი როდის მინუსი და როდის პლიუსი დამიწერეთ, მაგრამ სულ რომ ამაპლიუსოთ, თუ ასეთ ნაწარმოებებს დადებთ არასოდეს ვიტყვი კარგიათქო. გავაკრიტიკებ, მაგრამ დავასაბუთებ კიდეც.
და მაინც, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს რომ მტერი ვარ თქვენი. როცა საიტზე ნაწარმოებს დებთ, მზად იყავით ორი აზრის მოსასმენად.
მსგავს კომენტარებს აქ ნუღარ დამიდებთ, დანარჩენისათვის პირადი გვერდი არსებობს. ჟანრი თქვენ არ მიუთითეთ. და რატომ გგონიათ რომ ეს არის ეპოქის შენაძენი? რატომ გგონიათ რომ თუ ვინმეს არ მოსწონს თქვენი მტერია? ამ შემთხვევაში თქვენ ჩანხართ ის ადამიანი, ვინაც დაწერილ მინუსებზე ღიზიანდება. არ ვიცი როდის მინუსი და როდის პლიუსი დამიწერეთ, მაგრამ სულ რომ ამაპლიუსოთ, თუ ასეთ ნაწარმოებებს დადებთ არასოდეს ვიტყვი კარგიათქო. გავაკრიტიკებ, მაგრამ დავასაბუთებ კიდეც.
და მაინც, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს რომ მტერი ვარ თქვენი. როცა საიტზე ნაწარმოებს დებთ, მზად იყავით ორი აზრის მოსასმენად.
მსგავს კომენტარებს აქ ნუღარ დამიდებთ, დანარჩენისათვის პირადი გვერდი არსებობს.
11. მე მომეწონა,ემოცია მოიტანა,რამოდენიმე ადგილი განსაკუთრებით:) მე მომეწონა,ემოცია მოიტანა,რამოდენიმე ადგილი განსაკუთრებით:)
10. წამის ფიქსაცა...
რაღაცეები მომეწონა, ვიდეო რგოლივით დატრიადა აზრი... საინტერესო ჩანაფიქრია.
+2 წამის ფიქსაცა...
რაღაცეები მომეწონა, ვიდეო რგოლივით დატრიადა აზრი... საინტერესო ჩანაფიქრია.
+2
9. SALVADOR. ძვირფსო! ძალზე დამაინტერესა თქვენმა კომენტარმა. თავად მე ამ პოეტური ნაწარმოების ჟანრი არ განმისაზღვრავს და შესაბამისად, არც რაიმე საგანგებო ჟანრობრვი მოთხოვნები წამიყენებია მისთვის. ალბათ ჟანრის რაღაც, ისეთ დეფინიციას გულისხმობთ, ჩემთვის რომ უცნობია. ფორმით კი ეს არის ცვალებადრეფრენიანი პოლიმეტრული ვერბლანი (5/4/5და 5/5/5/ კომბინაციები) . (ეტყობა, სადღაც შემომემინუსეთ. ნუ გამიწყრებით ამის გამო. დადებთ თუ არა კარგ ლექსს, დარწმუნდებით, ჩემზე დიდი ქომაგი არ გეყოლებათ). SALVADOR. ძვირფსო! ძალზე დამაინტერესა თქვენმა კომენტარმა. თავად მე ამ პოეტური ნაწარმოების ჟანრი არ განმისაზღვრავს და შესაბამისად, არც რაიმე საგანგებო ჟანრობრვი მოთხოვნები წამიყენებია მისთვის. ალბათ ჟანრის რაღაც, ისეთ დეფინიციას გულისხმობთ, ჩემთვის რომ უცნობია. ფორმით კი ეს არის ცვალებადრეფრენიანი პოლიმეტრული ვერბლანი (5/4/5და 5/5/5/ კომბინაციები) . (ეტყობა, სადღაც შემომემინუსეთ. ნუ გამიწყრებით ამის გამო. დადებთ თუ არა კარგ ლექსს, დარწმუნდებით, ჩემზე დიდი ქომაგი არ გეყოლებათ).
8. სამწუხაროდ მე აქ ვერაფერი დავინახე ვერც საინტერესო და ვერც ისეთი, ჟანრს რომ უპასუხოს.
ურითმო ლექსისათვის, ზედმეტად მწირია ნათქვამი აქ.
-5 სამწუხაროდ მე აქ ვერაფერი დავინახე ვერც საინტერესო და ვერც ისეთი, ჟანრს რომ უპასუხოს.
ურითმო ლექსისათვის, ზედმეტად მწირია ნათქვამი აქ.
-5
7. ლექსი საინტერესოა იმედია გავუგეთ ერთმანეთს....
ლექსი საინტერესოა იმედია გავუგეთ ერთმანეთს....
6. მაინც უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
მოწონება ლექსს, მაგრამ მისი ავტორი ის არის, რაც ავატარზე წერია? მაინც უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
მოწონება ლექსს, მაგრამ მისი ავტორი ის არის, რაც ავატარზე წერია?
5. საინტერესოა +2 საინტერესოა +2
4. ძალიან ემოციურია...
ისე მომეწონა რომ რამდენჯერმე წავიკითხე! :)
ძალიან ემოციურია...
ისე მომეწონა რომ რამდენჯერმე წავიკითხე! :)
2. "სიტყვები პირში შემომიფრინდნენ"
საინტერეო ნაწერია, "ასე უკუსვლით!"
"სიტყვები პირში შემომიფრინდნენ"
საინტერეო ნაწერია, "ასე უკუსვლით!"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|