ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2008


ჰანს... წერილი ორი ელისისგან (უცნაური ჰანსი)

ღამემ რა ხანია
წმინდა აღსარების,
გადადო პროცედურა,
ყოვლად აბდაუბდა -
შეეკრა მიზეზებს,
თითქოს არ მიყვარდი
თითქოს დაგვაშოროს,
უნდა ძალდაუტან-
ებლად მეხვევიან,
რაღაც პოეტური,
ნიშნის თუ შინაარსის
მქონე ბწკარედები,
მე გადავაბიჯებ
ქალურ მორიდებას
ოღონდ გიყვარდე და
თუნდაც დაგნებდები.

ღამემ აღსარების
გადადო რა ხანია,
ეგზომ პირადული
ვნების პროცედურა,
მე კი მიყვარხარ და
აბსურდულ ოცნებებში,
ვრჩები, თან ფრიალებს
მოკლე სარაფანა.



და აქვე ელისის გვერდი: http://elis.do.am/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები