დაღუპულაო ახალგაზრდა იტყვიან ჩემზე, სანახავიც დარჩენიაო პატარას დიდი, ვიღაც ჩემ ლექსსაც წაიკითხავს "მოწმენდილ ცაზე", და ვიღაც იტყვის არ ყოფილაო არასდროს ფლიდი.
ქარი ურჯულო ჩემ საფლავთან სანთელს ჩააქრობს, რომელიც დედამ დამიტოვა გზის მანათობლად, წვიმა დაუშვებს და ჩემამდე მოიტანს ამბორს, თქვენი სითბო მე გადავჭიმე ზეცაზე რკალად.
შვილი მოგიკვდათ, ძმა მოგიკვდათ, მეგობარს დარდობთ? დედა დავკარგე, მამა აღარ მყავს, და დავრჩი მარტო, მიწად ამდენი ერთი ბიჭის სიკვდილზე გლოვობთ, მე კი ზეციდან დაგყურებთ ყველას სრულიად მარტო.
გამიხსენებენ უთუოდ, ცოტა ხნით მაინც, ხორცი დამარხეს მაგრამ ნავარდობს სული. ჩემი ლექსებიც წაიკითხონ იქნებ რა იცი, და ყველას ერთად, ერთდროულად დაეწვას გული.
მე კი გშორდებით, რაც დრო გადის მივიწყებთ ყველა, და ჩემ ადგილებს ათბობს ჩემივე ლექსი, საგფლავის ქვაზე დაყინულა პოეტური მზერა, და მიხარია რომ გიყურებთ როგორ ბერდებით.
დაღუპულაო ახალგაზრდა იტყვიან ჩემზე, სანახავიც დარჩენიაო პატარას დიდი, ვიღაც ჩემ ლექსსაც წაიკითხავს "მოწმენდილ ცაზე", და ვიღაც იტყვის არ ყოფილაო არასდროს ფლიდი.
არა და რაღაც კეთილი (რა შუაშია ეს სიტყვა აქ, მაგრამ მაინც) და გუსლწრფელი სევდით სავსე ლექსია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სუსტია და გაუმართავი, მოსმენისას ეს არ მიგრძვნია, იმდენად შემითრია სევდიანმა ემოციამ... :)
5

ხოდა ქალბატონო თამარ გთხოვთ ნუ გაცემთ რეზოლუცია, უბრალოდ ცოტას ვისუნთქებ და შიგადაშიგ ჩემი ლქესებით მოგაბეზრებთ თავს :) ...ხო მაგრამ 5 წლიან ფიქრს სიკვდილზე რა ვუყო? რატომღაც, მგონია სანამ ვწერ ვიცოცხლებ,, იმედია არ დამიშლით წერას, რაც არ უნდა ცუდი ნაწერი იყოს :) ხო ბევრი იფიქრებს ვერ არის ეს ახალგაზრდა ცოტა დალაგებულიო, მართლაც და რომ ვერ ვარ :)

აბა, რა დროს სიკვდილზე ფიქრია? ჯერ კუს ტბაზე უნდა გაგიცნოთ და... მერე კიდე, ჩემი რეზოლუციის გარეშე რომ არავის უშვებენ იქით, არ იცი? ასე რომ, დეეტიე ადგილზე, საშეფო აღსაზრდელო! :)))))))))