ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოუბნე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


...

ათქვირებული, ატეხილი სხეულის სითბო თავისკენ მიხმობს
და ვეგარ იჭერს გრძნობას სადავე.
აგრე ამრეზით ნუ მიყურებ, აჰა ალავი,
სანამ გრძნობისგან დარჩენილა მხოლოდღა ავლი
და ამრეშების დრო მოსულა.
არა სიმრუშით, არა სიძვით, არა ღალატით,
აგრე გალურსულს აგიტატებ წაგიყვან შორით,
ეს დაუფლება არ იქნება არცერთის დარი
და მიგვაახლებს სამოთხის კარებს.
ერთი სიტყვაა ამ გრძნობის ფარდი,
მაგრამ თქმა არ მსურს,
რომ მუდამ დარჩეს ეს სისადავე:
ათქვირებული, ატეხილი სხეულის სითბო
და ამ სხეულმა სულ გამაგიჟოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები