ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიდაი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


ადამიანო!..

დაუთოვია თმებზე კალენდარს,
თუმცა ვერ დაძლევს სიცივე მეფეს,
ვიცნობ სინანულს, ტკივილს და სევდას
ჩემი გრძნობები რომ გადაკვეთეს.

მიყვარდა, ახლაც მიყვარს მაისი,
მაგრამ ამაზე მეტად მარტია,
მომაქვს სიცოცხლის ედელვაისი
და წუთისოფლის მომაქვს ქარტია...

ჩემს სულს ლექსები ღამესაც უთევს,
თუმცა ხელიდან ხვდება ვეცლები,
რა მნიშვნელობა აქვს ახლა წუთებს,
მთავარია რომ გავიდნენ წლები...

რაც იყო, იყო, უკვე წავიდა,
თითქმის ბოლომდე კი ამათრთოლა,
ასეთი ლექსის წერა არ მინდა
რა რომანტიზმის ქარმა დამქროლა!

ავიღებ სითბოს, რაც კი გულში შემორჩა,
იქ წავალ, სადაც სიცოცხლიდან გადადიანო,
ჩემი სხეული ტკივილთაგან, ვერა, ვერ მორჩა,
მაგრამ მე ისევ შენ მიყვარხარ, ადამიანო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები