ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2010
სხვაგვარი...( ბექა ახალაიას )
შეხე! სხვაგვარი სიმწვანე გაკრავთ ივნისის ფოთლებს, თუმცა რა მიკვირს, თავად პატრონი გახლავარ რუხი გულის და ვეღარ, ვეღარ გამშვიდებს ღამეთა შფოთვა... სული დაშლილი - მოლეკულებად ავაწყე... უხვად
სუნთქავ და ხვდები, თავად სუნთქვაშიც იგრძნობა შმორის სუნი და ჰაერს ტკივილისაგან გველივით კლაკნავს ბორდიურებზე, სადაც მარტო ხარ და სადაც ფორი- აქით, იქითკენ (უცნაურია) ხმაც არ აქვს კლავიშს...
რათა სამყარომ ისე გაგვწირა ჩემო „გავროშა,” რომ გათენება დაუსრულებლად ამინდთან ლოთობს, შემოტრიალდი, წინ დაითვალე... უკან გაგვჭორონ, უკან - ნუთუა, ანუ აწყმო და მომავლის ლოდი
სადღეგრძელოა, მტვრევად იმედში, როგორც ალმასი, ბოლო წვეთი და აღარც ის წვეთი, ეჰე – არაყი... გოგონა ჩავლით, დილა, გოგონა – დილის ანფასი და ის გოგონაც წამში წვეთივით გაიარაკებს.
მერე გადახვევ... ან გადაუხვევ, აყვები აღმართს, თვალების დახრა ნაასფალტევზე, წვება ჯიქია, სამწუხაროა, როცა ცრემლები ფუჭია ალბათ, როცა ცრემლები გეურჩებიან, როცა - ჯიქობენ...
მე, გელოდები, ამოვეფაროთ ზეცის კულისებს, როგორ წყნარდება ხეების სუნთქვა, ღამისებრ შფოთი, აქ, დავსრულდები, ხომ კარგად გესმის, სერი გულის ვარ?! შეხე! სხვაგვარი სიმწვანე გაკრავთ ივნისის ფოთლებს...
არააა ლექსი მთლიანობაში ხომ კარგია მაგრამ "სადაც მარტო ხარ და სადაც ფორი- აქით, იქითკენ (უცნაურია) ხმაც არ აქვს კლავიშს..." ამაზე ავირიე და გადავირიე და აი ირაკლი რა, ვერ გაფასებენთქო ვამბობ :D ამ ლექსს ასე ცოტა კომენტარი უნდა ჰქონდეს ჯერ მარტო? თან ადრესატს მაინც სცენ პატივი.. ნწ ნწ ნწ :D:D:D
( ლაცაბიძემ მკითხა,რატომ წერო და არ მეძინებათქო )) ეხლა კიდევ მგონი აღარც მეწერება და კომენტარებში გავიქაფე :D არ ვიმჩნევთ :DD )