ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათა შველიძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2010


ფერეიდან აგყევი

მიკვირს რად არ ბრუნდები,
აქ რომ ისევ გელიან,
მანდ მზეში რომ ხუნდები,
აქ ხომ მიწაც სველია

მახსოვს თქვენ რომ გაგრეკეს,
გაგაყოლეს ლელიანს,
ხელი ხატებს ჩაჰკიდეთ,
და მღეროდით სევდიანს,

მანდ ხომ ბაბა ქართულებს,
უქვითინებს ფანდურით,
აქ ჩვენ ცრემლი გვართულებს,
გურჯს უცხოდ რომ გვეძახით,

მოდით, ისევ დაბრუნდით,
ქართველები გელიან,
ფანდურს აქაც ჩამოვკრავთ,
აქ სიმებიც მღერიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები