ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიდაი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2010


Fashion პოეტუნები..

რამოდენიმე ადამიანს ვესაუბრე, რომელიც ვერლიბრულ ლექსებს წერდა... რატომღაც ყველა მათგანი მეუბნებოდა, რომ XXI საუკუნეა და რაღა დროს რითმიანი ლექსიაო... ზოგი რითმას დასცინდა, ზოგმა საერთოდ ის ახსენა რომ მოდაში ყოფილა კიდეც ვერლიბრი. . . ეს ლექსი ეძღვნება მათ.

მოდის გრძნობები ბრდღვინვა-ღრიალით
და ეხეთქება ფურცელს ტაეპად,
მოძრაობს ხელი სავსე ფიალით,
კაწრავს თეთრ სხეულს რითმთა ვაებად...

გადმოდის სული სტროფების თელვით,
ვწერ იმას,რითიც შევიხვევ წყლულებს,
თეთრი ლექსების შავი ფანტელით
ხალხი იშუშებს გადამდნარ გულებს.(?).

რა არის ლექსი?-ვინ მისცა ფერი?
და საერთოდაც რაში სჭირდება?
თქვენ პოეზიის ხართ მხოლოდ მტერი
და ელიტარულს ეძებთ დიდებას!

მოგწონს ეს ლექსი?-არა? - აკაკი?
-ოცდამეერთე საუკუნეა?
ვინ მისცა ლექსებს დრო და ასაკი
ნუთუ უკვდავის სულს უკუნეა?!

მოდის მწერლებო აგრძელეთ ქარგვა
რა გამოგივათ?-ვერ ლიბრი,
მე თქვენს ნაღვაწევს მაშ რა დავარქვა?
-ვაიპოეტთა ვერლიბრი!

არ ვწერო ასე ჩემი ლექსები?
რას ამბობ, ნუთუ დღეს დრო იცვალა?
ვინ მისცა პოეტს წერის წესები,
რითმა ვის ხელში გარდაიცვალა?


მე გავაგრძელებ რითმებით ჭედვას
და ჩემი სულით შევკრავ კამარებს,
ხოლო ლექსების მასეთი ხედვა
ჩვენს პოეზიას დაასამარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები