ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: საბავშვო
15 ივნისი, 2010


სოფელში...

"მოდი,გავიქცეთ აქედან,
გადავიაროთ ტყე-ველი..
მე ხომ უბრალოდ გაქე და
შენს მოსვლას ყოველ დღე ველი!"

            სიმშვიდე მომნატრებია
            და დასვენების ელფერი.
            თუნდაც სოფელი,ბებია,
            გულს ახლა სითბო შეჰფერის.

            მსურს,ვეზიარო ბუნებას,
            შევიგრძნო მისი ხალისი.
            უკვე ვერ ვუძლებ ცდუნებას -
            ხომ მიილია მაისი!

            იქ მელოდება ჩიტები
            ჩემი ეზო და ვენახი.
            ბოსტანშიც შევიჭყიტები,
            თუნდაც ყანაში გენახე...

"მოდი,გავიქცეთ და მალე
ჩამოვიტოვოთ ქალაქი!
იქ არის შენი წამალი -
უსაყვარლესი ალაგი..."


(მათთვის, ვისაც სოფელი ძალიან უყვარს..)

           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს