ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


ბებერა

გული?!
რა  - გული?
რისი -  გული?
აბა,  დამხედე ამ ხელებზე,
კარგად დამხედე!

იცი, ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე
ბებერები როგორ ჩნდებიან?
ჯერ გეტკინება,
მერე  ბუშტუკა გაიზრდება,
მერე გასკდება,
გეწვის,
გეწვის,
და თუ ნატკენსაც არ მოეშვები,
ბოლოს სალივით გამაგრდება,
მერე  აწექი ამ ბებერას
რამდენიც გინდა,!
იფიქრებ მხოლოდ:
ახლა, ალბათ,  უნდა მტკიოდეს,
სიტყვებში ქვითინშერეულში
უნდა ისმოდეს
თავისმართლების
უსუსური არგუმენტები,
,მიწა მეჭამოს!'' - ვიფიცებდე,
სიკვდილს ვნატრობდე,
მე კი ვზივარ და ღრმად მამთქნარებს,
თან, მგონი, მშია.
დროა, წახვიდე.

ძილი,
ძილი,
მთელ სიცოცხლეს ძილში ვიძლევი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები