ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

გწერ, ნიშნავს დავმარცხდი (MON SIGNORE)...

გწერ ისევ,
ეს ნიშნავს: დავმარცხდი, ამჯერად
უშენო სიზმრებთან და მაინც სიმშვიდე
ჩემიდან შენამდე, დღეს უფრო დამჯერი,
ხიდებად გავდე და ბავშვივით ვიშვილე.
თანდათან,
ღამეებს დავარქმევ სიუჟეტს,
სითეთრე, კაფე ან ქუჩების ტანდემი,
სურვილი მანძილზე კვლავ უფრო ჯიუტი,
არ მახსოვს დაიწყე სად, აღარ მთავრდები
ზღაპრებად,
რა გიკვირს, დამყოლი ფიქრები,
მარტინის ჭიქაში ფსკერისკენ ჩავუშვი
და სანამ კვამლივით სასმელში ირევი,
ჩემიდან ვერაფრით, ვერაფრით გაგიშვებ...
ისედაც,
მოლოდინს თან მუცლით ვატარებ,
ქალურ ოცნებებს კი ვაშენებ სიტყვებით,
რამდენი არმოსვლა უსიტყვოდ გაცადე
და ახლა ყველაფერს ლექსებად გიყვები.
შენ ალბათ,
დაყვები გონმიხდილ გონდოლებს,
მანდ ცას წვიმა სცვივა, როგორც ხეს გირჩები
რაც ახლა წერილად განცდები მოვბოდე,
ტალღებზე ძლიერად იჭრება ნიჩბებით.
ჩემიდან
შენამდე ხიდია სიმშვიდე,
ბწკარედით იქნება სულ რაღაც ორიოდ,
სიმშვიდე, რომელიც ბავშვივით ვიშვილე,
გინდა რომ ჯიუტად ბოლომდე მოწიო.

როდესაც სასმელში კვამლივით ირევი
და მაინც გწერ, ნიშნავს დავმარცხდი,
(გნებდებით)
MON SIGNORE.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები