იცი, როგორი დიდგულაა დედამიწა ჩემი ფანჯრიდან?!.. ამომიჩემა... ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს, ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ, ვეღარც ვანათებ. გამომიყენა, თითქოს ჩემმა არარაობამ და მომატყუა, და დამაჯერა, რომ სიყვარული ანგრევს დარაბებს. ვერ დავანგრიე. ძირგახვრეტილი დოქივით დამეღვარა თურმე მთელი სიყვარული - რისიც სჯეროდათ. და შევრჩი ასე შიშველი ხელებით ჩემს არარაობას. გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან, გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში. ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა. ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარა და ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის. არა, დიდებას! არა, გამარჯვებას! არა, სიყვარულს! გავდივარ ქუჩაში. თითოოროლა ნაცნობი თუ გაიფიქრებს: როგორ გამხდარა... და ჩაივლის. მე კი მეორე დღეს უფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს, რომ თავისუფლად ვიმათხოვრო ქუჩის კუთხეში, ვიმუშავო ზოგჯერ მენაგვედ და არ ვიდარდო. მერე რა მოხდა, თითქოს რამე იყოს მარადიული დედამიწაზე. სამაგიეროდ, ამ ფულით ვიყიდი ფერად ბურთებს და ერთ ნომერს მაინც შევასრულებ თვალდახუჭული. ვიღაც ხომ მაინც გაიცინებს. ვიღაცას უბრალოდ შევებრალები. და იცი, მე არ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული, რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემას მქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი. მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
რა კარგად წერ :) მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
რა კარგად წერ :)
19. lamazia...
warmatebebi!!! lamazia...
warmatebebi!!!
18. გვირილ.. ვდუმ.. გვირილ.. ვდუმ..
17. მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა
+2 მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა
+2
16. ყველა ვერ ვახელთ, როცა საჭიროა, უფრო სწორად, არ... ყველა ვერ ვახელთ, როცა საჭიროა, უფრო სწორად, არ...
15. რა აღმოჩენა მაგას უნდა, თვალი უნდა გააახილო:)
55555 რა აღმოჩენა მაგას უნდა, თვალი უნდა გააახილო:)
55555
14. არადა, ყველას შეგვიძლია არაარობა პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ... არადა, ყველას შეგვიძლია არაარობა პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ...
13. ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს, ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ, ვეღარც ვანათებ...
გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან, გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში. ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა. ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარა და ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის...
ნუ, გვანც... ბევრი "არარაობაა" ნუ გაიმეტებ ასე საკუთარს...
ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს, ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ, ვეღარც ვანათებ...
გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან, გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში. ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა. ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარა და ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის...
ნუ, გვანც... ბევრი "არარაობაა" ნუ გაიმეტებ ასე საკუთარს...
12. ეს ლექსი გუშინ წავიკითხე გარედან და იცი როგორც მომეწონა........... მოვიდა ახლოს , მომეკრო........ ეს ლექსი გუშინ წავიკითხე გარედან და იცი როგორც მომეწონა........... მოვიდა ახლოს , მომეკრო........
11. :-* გვანციი... 5! :-* გვანციი... 5!
10. მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
საინტერესოა, უფრო ჩანახატს გავს, ალბათ, ავტოემა უკეთესესად იცის მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
საინტერესოა, უფრო ჩანახატს გავს, ალბათ, ავტოემა უკეთესესად იცის
9. ..................................................................................................... .....................................................................................................
8. სევდიანია! მომეწონა! 5555555 სევდიანია! მომეწონა! 5555555
7. წარმატებები...:) ყოველთვის მოგაქვს საინტერესოდ სათქმელი. წარმატებები...:) ყოველთვის მოგაქვს საინტერესოდ სათქმელი.
6. მომხვდა გულზე...
მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
მომხვდა გულზე...
მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი... მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა დედამიწა მისი ფანჯრიდან. ამოიჩემა...
5. მე კი მეორე დღეს უფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს,
მაგარი. მოკგიკითხე გვანცა. :) მე კი მეორე დღეს უფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს,
მაგარი. მოკგიკითხე გვანცა. :)
4. ძალიან მომეწონა აქ... სულ წაგიკითხავ აწი +5 ძალიან მომეწონა აქ... სულ წაგიკითხავ აწი +5
3. ფიქრიან-სევდიანი გვანცა :-* ფიქრიან-სევდიანი გვანცა :-*
2. მომეწონა, წარმატებები ჩემო კარგო! + მომეწონა, წარმატებები ჩემო კარგო! +
1. არ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული, რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემას მქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი. მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი...
სევდიანი და რეალური ლექსია.. მაგრად მომწონს (!)
:-* არ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული, რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემას მქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი. მასხარამ იცის, რომ მაყურებელმა არ იცის ტაშის მიზეზი...
სევდიანი და რეალური ლექსია.. მაგრად მომწონს (!)
:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|