 | ავტორი: ფიდაი ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2010 |
წავედით და მოვკვდეთ ძმებო გადავკვეთოთ რკინის ფარდა!
მშვიდობა თქვენდა სამშობლო მთებო!
აეროპორტში შევხვდებით... მარდად!
სალამი ძმებო, შევადგათ ფეხი გავსწიოთ ფრთებით ლაჟვარდ ცისაკენ, მაშ შეისუნთქეთ ქარი, გაძეხით,
ამინ სამშობლოს უკუნისამდე!!!..
მიშველე გია, ვკვდები გონია, სისხლი აწითლებს ძამიკო პერანგს... შავ კაბინაში ძრწის აგონია ვეღარ აჭენებს ოცნება მერანს...
იღვრება ეშხით მდუღარე სისხლი, ხდება ყმაწვილთა ლტოლვა მოსრული, ძმაო, ნაგანში ტყვია ჩამისხი ჩემივე ხელით დავლიო სული!!!
თქვენ!ბრმა გონების ლაფში გუგუნებთ! თქვენ!ხალხის სისხლი ტალახს რიეთო! მესროლეთ, მიდით, რაღას უყურებთ! -“აბა როგორ ვთქვა მაპატიეთო?!”
ღამით მოჩანს როგორ ბრწყინავს მთვარის ოქროს გირჩები, დალაპლაპებს, ხელით სინჯავს სასანთლისთვის ფიჭები. მაშინ როცა სამოთხისთვის ვაზის ფოთლებს ცაში წნავენ, დახმარების სურვილისთვის მიფრინავენ, მიფრინავენ...
როცა მტრები სულს ღაფავენ მშვიდობის ხმით ვიჭრები, მიფრინავენ,მიფრინავენ თვითმფრინავის ბიჭები!
მიფრინავენ!!! მიფრინავენ!!! თვითმფრინავის ბიჭებიიიი!!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მარადიული თემის საოცრად
ძლიერი აღწერა... :? : ) მარადიული თემის საოცრად
ძლიერი აღწერა... :? : )
3. ლექსი- არა და არა ლექსი- არა და არა
2. ეჰ... თვითმფრინავის ბიჭები... ეჰ... თვითმფრინავის ბიჭები...
1. თვითმფრინავის ბიჭები... :( თვითმფრინავის ბიჭები... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|