ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


სიყვარული არის დოგმა

სიყვარული არის დოგმა,
ის არასდროს აქსიომობს...
და ეს იცის თავად მდოგვმა,
სხვა ბგერებთან აქ სი ომობს.
სიძულვილი არის ბოღმა,
ამოუცნობ განტოლების...
ჩაიარა ყველა დოღმა
ბუკმეკერთა კანტორების.
მარტოობავ,ხარ შენ ჟანგი,
წვიმისაგან დამუნჯდები...
შემოგწირე ფარშევანგი,
პელიკანი,ფასკუნჯები.
ძილი ხორცის ნირვანაა,
სული - სიზმრის შვილობილი,
მავიწყდება ვინ ვინაა
და მივიღოთ ბილობილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები