 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 25 ივნისი, 2010 |
კოცონივით მომეკიდე სიზმრებიდან, წყაროს წყალს ვსვამ, ყელში მაინც ალი ქარობს, კლდეებს ვეკვრი ნაკვერჩხალა თმების ფენით, უნდა გნახო წყურვილი რომ გამიქარვო.
არ გეგონოს აგარიდებ მეხს და გრიგალს, ანდა ხიდად გავფენ დალალს ხრამის პირზე, თუ ჩემს ნაცვლად ჩაეკვრები წყრაშმაფას და ჩემს ჯიხვებსაც ტყვიას ურცხვად დაუმიზნებ.
გეფიცები, ბედს განატრებ ბეთქილისას, შენთვისაც მყავს საბედისწროდ იერსკენი, გაგიტყუებ წარაფისკენ სულწასულს და დალის კლდეებს სამუდამოდ მიესკვნები.
დამიჯერე, ჩემთვის შეგქმნა მამაღმერთმა, ანგელოზმა მოგატარა ჩემი არე. ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.
დამიჯერე, სიზმრებიდან ვერ გიცილებ, ჩემს წინაშე სიყვარული გაწევს ბრალად, რას მერჩოდა დალოცვილი მამაღმერთი, შენისთანა ქვის კაცი რომ შემაყვარა?
ჟაბეშს ისევ გაიგებენ დალის კივილს, თუ შენს ქორწილს მაცნობებენ ბარის ხმები, არ გაბედო, მიღალატო ბეთქილივით, თორემ ისევ საბედისწროდ განვრისხდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. წარმატებები :) +1 წარმატებები :) +1
16. კიიიიიიი ქიფცხვანტალუქ :-*
5 კიიიიიიი ქიფცხვანტალუქ :-*
5
14. მშვენიერია, დახვეწილია, ლიბიდოგენურია მშვენიერია, დახვეწილია, ლიბიდოგენურია
13. კარგი ლექსია! მკაცრი ქალღმერთის - დალის საოცრად ქალური ("სუსტი") სამყაროა წარმოჩენილი. თუ ქალღმერთიც ხანდახან "სუსტია", მოკვდავმა ქალებმა რაღა უნდა ვქნათ?!
(წყრაშმაფა არა - ტყაშმაფა) კარგი ლექსია! მკაცრი ქალღმერთის - დალის საოცრად ქალური ("სუსტი") სამყაროა წარმოჩენილი. თუ ქალღმერთიც ხანდახან "სუსტია", მოკვდავმა ქალებმა რაღა უნდა ვქნათ?!
(წყრაშმაფა არა - ტყაშმაფა)
12. მშვენიერია. რა კარგად გაქვს გამოყენებული ხალხური ლექსი... მშვენიერია. რა კარგად გაქვს გამოყენებული ხალხური ლექსი...
10. ნაკვერჩხალა თმების ფენით აი ეს განსაკუთრებით მომეწონა +2 ნაკვერჩხალა თმების ფენით აი ეს განსაკუთრებით მომეწონა +2
9. შესანიშნავია.
5 შესანიშნავია.
5
8. მოკითხვა ეკატერინეს და შემდგომი წარმატებები.
5! მოკითხვა ეკატერინეს და შემდგომი წარმატებები.
5!
7. გემრიელი ლექსია:)
გემრიელი ლექსია:)
6. ჩემს წინაშე სიყვარული გაწევს ბრალად,
არ არის ეს მსუბუქი განაჩენი :) ჩემს წინაშე სიყვარული გაწევს ბრალად,
არ არის ეს მსუბუქი განაჩენი :)
5. დამიჯერე, ჩემთვის შეგქმნა მამაღმერთმა, ანგელოზმა მოგატარა ჩემი არე. ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.
მაგარია და მაგარია,თან ძალიან, +++++++2 დამიჯერე, ჩემთვის შეგქმნა მამაღმერთმა, ანგელოზმა მოგატარა ჩემი არე. ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.
მაგარია და მაგარია,თან ძალიან, +++++++2
4. ოF ოF :D:D
არ ვარგა ოF ოF :D:D
არ ვარგა
3. კარგია!!! :) კარგია!!! :)
2. წარმატებები წარმატებები
1. მომეწონა.
ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.
ეს განსაკუთრებით. და ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა მეოთხე სტროფზე რომ დამთავრებულიყო. +5 მომეწონა.
ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.
ეს განსაკუთრებით. და ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა მეოთხე სტროფზე რომ დამთავრებულიყო. +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|