ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წევრი
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2010


გჯეროდეს ღმერთის!!!

  ტირის ანგელოზი, უცრემლოდ ტირის. უცრემლოა აბა რააა, ერთი ცრემლის ამარა დაუტოვებია იმედგაცრუებისაგან გაცხელებული ლოყა. მოდის ცრემლი, თვალის უბიდან, ცხვირის ნესტომდე გზა უძნელდება, არ ვიცი მაღლა ასვლა აფერხებს, თუ აქა იქ ამოსული ღაწვები. გზა ცხვირის ნესტოდან ტუჩებამდე დაბრკოლების გარეშე გაიარა, ცოტათი გაუჭირდა ნიკაპზე ასვლა... ნიკაპიდან კისრამდე, კისრიდან მკერდის გავლით, ჭიპამდე, ჭიპიდან მუხლამდე და მუხლიდან ფეხის თითებამდე. სლუკუნებდა ანგელოზი. წმიდა, თეთრი, სათუთი და ლამაზი შესახედი იყო ყოველი, ყველაფერი სხვაგვარი, არეალური, ღვთიური. მხოლოდ ცრემლი იყო ნამდვილი. ცრემლიც არ ყოფილა ნამდვილი, ფეხებთან სისხლად გადაიქცა და ერთი წვეთი ცრემლისგან სისხლის გუბე დადგა. იზრდებოდა გუბე, ღრმავდებოდა. მხოლოდ ანგელოზის მუხლთან შეჩერდა, მეტი ვეღარ შეჰბედა წმიდას.
  ისე ანათებს სახეს ვერ ვარჩევ. ვცდილობ ვისმე მივამსგავსო თუმცა. მესიზმრება. ხელით შეხებას ვცდილობ. ხელმა ანგელოზის ტანში გაიარა, ჩრდილი ყოფილა.
  ვთრთი, მეშინია. ვცდილობ დავამშვიდო, თუმცა დასამშვიდებელი მე ვარ. თითქოს მრცხვენია. ჩემი რა ბრალია თუ კი ტირის?! ვეკითხები
- ვინ ხარ? ისევ ტირის, ისევ კითხვა, უკვე შეშინებული ვინ ხარ? ხმა მიკანკალებს.
- შენი მფარველი ანგელოზი ვარ.!!!!
- მე მიცავ?
- ზუსტად!!!
- ვისგან მიცავ?! უკვე გავბრაზდი. ვისგან მიცავ?! უკვე ვყვირივარ. დამიცავი, ცხოვრებისგან დამიცავი, რომ გამეღვიძება გული არ მტკიოდეს იმის გამო, რომ შვილი მშიერი მყავს. დამიცავი, ღმერთისგან დამიცავი. სულ მე!!! , რატომ მე??!!.. თუკი შემქმენით მაცალეთ ცხოვრება. მეცინება და ვაგრძელებ  - ამასაც თუ ცხოვრება ჰქვია, ჯოჯოხეთი სჯობს.... , ალბათ. დამიცავი ცხოვრებისგან დამიცავი.უკვე ვტირივარ..
- თვითონ დაიცავი თავი შენი. მიპასუხა.
- შენ აბა რისთვის ხარ?!
- რომ ვაუწყო უფალს ყოველი ცოდვა შენი და დაგიცვა ეშმააკისგან.
- მე ეშმას არ მეშინია, ცხოვრების მეშინია. ვისგან დავიცვა თავი ღმერთისგან, ეშმაკისგან?! ვისგან მითხარი?! უხილავისგან?! როგორ?!
- საკუთარი თავისგნა. ყოველი ცრემლი ჩემი, არის ცოდვა შენი.
  ანგელოსი ტიროდა, ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა.
- ახლაც ტირიხარ. ახლა რას ვცოდავ?!
- გჯეროდეს ღმერთის.
  ცრემლის გზა მოკლდება, რადგან სისხლი უკვე ჭიპამდე ავიდა.
- მერე რა იქნება?!
- გჯეროდეს ღმერთის!!!
  ანგელოსს თვალებიდან სისხლი სდიოდა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ სისხლი პირში ჩამდიოდაა, ხელს მიშლიდა.
  ნელ-ნელა ბინდდება. ბოლო სიტყვა ანგელოზისა -
- გჯეროდეს!!!


  გამეღვიძა. ცივი ოფლი და ჩემი შვილი თავზე ერთდროულად მედგა.
- რა გჭირს მამა?
- ცხოვრება. მოკლე და ამომწურავი პასუხი გავეცი.
- აა, აგერ შვილო სიგარეტი დევს და მომაწოდე.
- ცარიელია, მამა.
- წადი ვაჟიკო ბიძიას გამოართვი. უთხარი ,,ასანთი აქვს-თქო''.
  გავიდა. მოვიდა. ხელში სიგარეტი ჩამიდო. ავუკიდე. ვცდილობ ნერვიულობა დავმალო. ცოტა გამოვფხზლდი. დავრწმუნდი, რომ ყოველივე მძაფრი ცხოვრებისგან გამოწვეული სიზმარი იყოო..
- მამა ტელევიზორში რა ხდება?!
- რა ხდება მამა და ალეხანდრომ, უთხრა ხუანს მისი ძმა რომაა და მამამისი ის არაა ვინც გონია თან...
- ეგ რად მინდა შვილო? იმ ბინძურებში რა ხდება?
- აა, მანდ მამა იმან, ის რომაა მსუქანი ....
- დუმბაძე?!?!
- ჰო მაგან თქვა ხმა მომეცით და ავაყვავებ საქართველოსო.
- მამა საქათველოსო თუ საგვარეულოს ჩემსასო?
- მაგას როგორ ტყოდა? სულელი ხომ არაა სახალხოდ თქვას. ,,ფაფხურობს'' მისზა. ჰო კიდევ, ის რომაა დავითაძე, იმან თქვა რომ გზა დასავლეთისკენ პერსპექტიულია საქართველოსთვისო.
- მეტი არაა ჩემი მტერი თქვა, ვერ უთხარი?!
- ჰო კიდევ იქეთ აღმოსავლეთში ბავშვი მოკლეს, აქეთ, ჩვენსკენ გოგოს ნამუსი ახადეს.
- ახადეს კი არა გახდილი აქ მთელ საქართველოს.
- მშია მამა!!!
- დედა სადაა?!
- სამსახურში.
- ამდენ ხანს რა უნდა?
- მორიგეა.. გშია მამა?
- კი შვილო... მოდი დავიძინოთ. ღმერთი შეგვეწევა.
- დავიძინოთ მამა.
  გათენდა.
  ძილ-ღვიძილში ვარ.
  ზარი კარზე.. ნუთუ ასე ადრე მოვიდა?! ოთახში ბნელა. სინათლის ანთება აღარ მიცდია. კარი გავაღე. სინათლემ შემოანათა.
  კარის ზღურბლზე დედაჩემი გამოჩნდა. თეთრი, თეთრი, სათუთი და ტიროდა.
- დამესიზმრე შვილო, ჰა ყველი გამომართვი და დანარჩენს მე შემოვიტან. ვტირივარ. დედას ჩავეხუტე და დავიყვირე, ისე რომ ყველას გაეგო.
  - გ ჯ ე რ ო დ ე ს    ღ მ ე რ თ ი ს!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები