ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2010


საშოვარზე...

- იცი,მარინა,სულ იმაზე ვფიქრობ,რატომ მიგვატოვეს ასე უპატრონოდ შვილებმა და უცხოეთში წავიდნენ საცხოვრებლად ოჯახებთან ერთად; ნუთუ იმდენი არ გაგვიკეთებია მათთვის,რომ ასე არ გავეწირეთ? - თქვა სევდიანად სამოციოდე წლის ქალმა,მას შემდეგ,რაც ძველ სკამზე მოკალათდა.
- ეჰ,მაგაზე ფიქრით შორს ვერ წახვალ,კიდევ მადლობა თქვი,რომ კათარზისში არ ამოგვაყოფინეს თავი და ეს ოთახნახევრიანი ბინა მაინც შეგვრჩა, - მიუგო ნიშნისმოგებით მარინამ,ჩაიდანი გაზქურიდან გადმოდგა და განაგრძო, - შენ ის მითხარი,აბა დღეს რა იშოვე? - და ხელები მოიფშვნიტა.
- სულ შვიდ-რვა ლარამდე..
- კი მაგრამ, დილის ცხრა საათიდან ხარ გასული და მეტი ვერ ააგროვე? კარგად არ მიგვდის საქმე ამ ბოლო დროს; გადასახადების გარდა ჭამაც ხომ გვინდა?! მართალია,მე მაგაზე ბევრად მეტი მიგროვდება ხოლმე საშუალოდ,მაგრამ ვიღაც დამპლები ზოგჯერ ავტობუსში მცნობენ და მლანძღავენ,შენ ხან შვილი მყავს ავადო ამბობ,ხან წამლები მჭირდებაო და ასე ტყუილებით ხალხს ატყავებო! რას მახსოვს მე როდის რას ვამბობ,მაგრამ ფაქტია,ისე არ ამართლებს ავტობუსები,ისევ მეტროში გადავინაცვლებ..
- ჰო,მართალი ხარ,მიუხედავად იმისა,რომ მანდ ბევრი გვიშლის ხელს,ბავშვები,ქალები,კაცები.. მაინც ბევრი ხალხია და დიდი ადგილი..
- მისმინე,რაღაც მომაფიქრდა სულ ახლახან! - თვალები მოჭუტა უცებ მარინამ, - ერთი იდეა მაქვს ავტობუსებთან დაკავშირებით და იქნებ გაამართლოს;მართალია,არც ისე ადვილი გასაკეთებელი იქნება,მაგრამ მაინც ვცადოთ - უთხრა ნიშნისმოგებით ნათელას და ჩაით სავსე ჭიქა გაუწოდა...

                                  * * * * *

    ორი დღის შემდეგ ნათელა ნაშუადღევს გაეშურა ქალაქისკენ,მოგრძო ჩანთით ხელში.. "ოხ,როგორ მეზიზღება ეს ავტობუსები,თან ისეთ სიცხეა," - ფიქრობდა თვისთვის. მალე გაჩერებამდეც მივიდა; დიდხანს არ მოუწია ლოდინი,ტრანსპორტმა ათიოდე წუთში წუილით ჩამოიარა.. იგი მშვიდად ავიდა ხალხით სავსე ავტობუსში,მალევე დაუთმეს ადგილი და თავისუფლად მოკალათდა..
  ოცი წუთიც არ იყო გასული,რომ უეცრად ის ადგილიდან თავქვე დაეშვა..
  - შეხედეთ,ქალს გული წაუვიდა,უშველეთ რამე, - გაისმა უკანა მხრიდან კაცის ხმა.. ახალგაზრდა ბიჭმა იმარჯვა,მკლავში ჩასჭიდა ხელი ქალს და ისევ სკამზე წამოაჯინა.. ნათელას ფერი არ ედო სახეზე,ჩურჩულებდა და დახმარებას ითხოვდა: "წყალი,თუ შეიძლება,ხალხო!!!"
- იქნებ ვინმეს კანფეტი ან სხვა ამდაგვარი გქონდეთ - თქვა ვიღაცამ..  მალევე აღმოუჩინეს დახმარება ქალს,ზოგმა რვეულიც დაუნიავა და ფერზე რომ მოვიდა,ოდნავ მაღალი ხმით თქვა: "ხალხო,დამეხმარეთ თუ შეიძლება ოც-ოცი თეთრით,საჭმლის ფული არ მაქვს,გთხოვთ,დამეხმაროთ,..
  ყველა დაფაცურდა,ზოგმა ლარიანი დააკავა,ზოგმა ორმოცდაათთეთრიანი,..
- გეხვეწებით,დამეხმარეთ - იმეორებდა ნათელა და თან მუჭებში იგროვებდა ხურდებს...
ერთი გაჩერების მერე ახალგაზრდა ბიჭს თხოვა: "ჩამიყვანე აქ ,გენაცვალე.."
- თქვენ შაქარი ხომ არა გაქვთ შემთხვევით? - ჰკითხა უცებ მოზარდმა.
- კი - ჩუმად უპასუხა ქალმა..
  იქვე ერთმა მგზავრმა მეორეს გადაულაპარაკა:
- ალალი იყოს მაგაზე ეს ოცი თეთრი,.
- რა იყო,ასე გენანება ფული?
- არა,უბრალოდ ახლანდელ ცხოვრებაში ვერ გაარკვევ ვინაა მათხოვარი და ვინ არა...
- რას არ იფიქრებ კაცი....

                                * * * * *

- შემოდი,ნათელა - კარები გაუღო მარინამ ქალს; - აბა მოყევი ახლა,როგორ დასრულდა ჩვენი მცდელობა? ხომ არ გაგიჭირდა?
- არც ისე,ორ  წუთში ისე ავაგროვე ხუთი ლარი,ვითომც არაფერი; ოც ლარამდე ვიშოვე დღეს,თან დროც მოვიგე.. ჩაეღიმა მას
- აი ყოჩაღ! ხომ გეუბნებოდი,გაამართლებს-მეთქი,- უთხრა კმაყოფილი სახით მარინამ,- ახლა დაჯექი და რამდენიც გინდა იმდენი ჭამე; კი გადაიღლებოდი ისე..
- ჰო.. რა ყოფილა ეს შიმშილობა,  - თვალებში ხელი ამოისვა ნათელამ და მაგიდას მიუჯდა..
- ვატყობ,მალე ახალ ტელევიზორს ვიყიდით და უკეთ მოვეწყობით, - იმედიანი მზერა მიაპყრო ნათელას მარინამ..
- ჰო.. პენსიაც მალე იქნება,ჩაეღიმა ნათელას და მადიანად შეუდგა ჭამას..


(ნამდვილი ამბავის მიხედვით)

18.06.10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს