 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2010 |
დილით,როცა იღვიძებ და ძველ სიზმარს მისტირი, მაშინ შუა ძილშია საქმიანი მისტერი, დილით ყავას მიირთმევ და აყოლებ პაპიროსს, თეთრი კვამლი ამოდის,კვდება რომის პაპი როს... სხეულზე გეტმასნება შენ ერთგული ხალათი, ხანაც დილის ცხრა არის,დილის არის ხან ათი. გეზარება გამოცვლა,მაგრამ გიცდის ოფისი, იცი,ამ სიცივეში ნეკერჩხალსაც რომ ფისი შემოაკვდა ისევე,როგორც ტუჩებს სინაზე, ღამე ღამის მოსვლამდე კვალს გიტოვებს მინაზე. რუხი აბაზანიდან შენი პრანჭვის ხმა ისმის, რა შორსაა ხელფასი და ნირვანა მაისის, რა შორსაა იგი,ვინც გინდა გყავდეს ახლოში, მაგრამ თვითონ გარიყე უცხო სამოსახლოში. დილით,როცა იღვიძებ და ძველ სიზმარს მისტირი, უცხო სამოსახლოში ძილში ბორგავს მისტერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ფრაზები, რომ გადაგეწყო თუნდაც ბოლოში რითმებიც უფრო დალაგდებოდა (ჯვარედინი რითმა ყოველთვის უფრო ლამაზია ჩემი აზრით) კიდევ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება ნეკერჩხალს ფისი აქვს? ფრაზები, რომ გადაგეწყო თუნდაც ბოლოში რითმებიც უფრო დალაგდებოდა (ჯვარედინი რითმა ყოველთვის უფრო ლამაზია ჩემი აზრით) კიდევ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება ნეკერჩხალს ფისი აქვს?
11. რა შორსაა ხელფასი და ნირვანა მაისის, რა შორსაა იგი,ვინც გინდა გყავდეს ახლოში, მაგრამ თვითონ გარიყე უცხო სამოსახლოში რა შორსაა ხელფასი და ნირვანა მაისის, რა შორსაა იგი,ვინც გინდა გყავდეს ახლოში, მაგრამ თვითონ გარიყე უცხო სამოსახლოში
10. რითმებთან პრობლემები არაა ამ ლექსში და ეს რომის პაპის სიკვდილი რა შუაშია :D ან მთლიანი ლექსი :)) რითმებთან პრობლემები არაა ამ ლექსში და ეს რომის პაპის სიკვდილი რა შუაშია :D ან მთლიანი ლექსი :))
9. დიდი სიამოვნებით წავიკითხე! დიდი სიამოვნებით წავიკითხე!
8. "რუხი აბაზანიდან შენი პ რ ა ნ ჭ ვ ი ს ხ მ ა ისმის"
:-?
პრინციპში, დანარჩენიც...
არადა ნიჭი ჩანს. რომელიც, რატომღაც ასეთ რაღაცაზე იფლანგება. "რუხი აბაზანიდან შენი პ რ ა ნ ჭ ვ ი ს ხ მ ა ისმის"
:-?
პრინციპში, დანარჩენიც...
არადა ნიჭი ჩანს. რომელიც, რატომღაც ასეთ რაღაცაზე იფლანგება.
7. მე ძალიან მომეწონა! მე ძალიან მომეწონა!
6. მეც ეგ ვიგულისხმე გურანდა, კიდე ახალიას აქვს ეგეთი ადგილები ღიმილისმომგვრელი კარგი გაგებით :D მეც ეგ ვიგულისხმე გურანდა, კიდე ახალიას აქვს ეგეთი ადგილები ღიმილისმომგვრელი კარგი გაგებით :D
5. არა იუმორისტული ნამდვილად არაა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, მაგრამ ეს ადგილი ხელფასზე და ნირვანაზე ღიმილის მომგვრელია ნამდვილად, კარგი გაგებით.. ანუ მომეწონა მეც:) არა იუმორისტული ნამდვილად არაა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, მაგრამ ეს ადგილი ხელფასზე და ნირვანაზე ღიმილის მომგვრელია ნამდვილად, კარგი გაგებით.. ანუ მომეწონა მეც:)
4. არის ადგილები, მე ასე აღვიქვი, ახალაიას აქვს კიდე ასეთი ადგილები დაახლოებით :) არის ადგილები, მე ასე აღვიქვი, ახალაიას აქვს კიდე ასეთი ადგილები დაახლოებით :)
3. გაიხარე, მარა იუმორისტული? რავი მაგ განზრახვით არ დამიწერია გაიხარე, მარა იუმორისტული? რავი მაგ განზრახვით არ დამიწერია
2. იუმორისტული :D
5 იუმორისტული :D
5
1. რა შორსაა ხელფასი და ნირვანა მაისის=)) რა შორსაა ხელფასი და ნირვანა მაისის=))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|