ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


მე შენში მეტად მიზიდავს...

მე შენში მეტად მიზიდავს მაგ მზერის იდუმალება,
ბავშვური ღიმილის უკან ქალღმერთი რომ იმალება;
ქალღმერთი - გიშრის თვალებით და ქარვისფერი ტან-ფეხით,
ზოგჯერ ბუტია ტუჩებით და კოცნით თავდბრუდამხვევით.
ქალღმერთი,ვინც დაიმონა თითქოს დიდგულა პოეტი,
ქალღმერთი ვინაც აქცია ამაყი მარიონეტად...
ქალღმერთი,ვისაც მიეძღვნა ღამისეული სონეტი,
ლექსმა ფიქრები გაჰყიდა ვერცხლის 30 მონეტად.
მე შენს თავს მეტად მაყვარებს ეგ გამოხედვა ცბიერი,
შენ ნახატი ხარ უთუოდ პიკასოს ხელისმიერი...
შენ ხომ გოგენის მუზა ხარ,ტაიტელის გაქვს იერი,
ამ ლექსის მუზაც შენა ხარ,ქალღმერთი ღვთითმშვენიერი.
მინდა,რომ თმაში ჩაგაწნა შენსავით მორცხვი იები...
მე შენში იებს დავეძებ,იებში შენ გეძიები...
იები დაჭკნენ,შენ დარჩი,ახლა ვეძიო ენძელა?
ვერც უშენობას ავიტან,იის გარეშეც მეძნელა!
შენ იაცა ხარ,ენძელაც და დედოფალი ვარდი ხარ,
გძერწავ და ღამით შენს ნაცვლად მე ვეფერები ამ თიხას
და შენში მეტად მიზიდავს მაგ სილამაზის სიცხადე,
ჩემი ფიქრები ძვირფასო,მე ლექსად გამოგიცხადე.
ამ ლექსის მუზაც შენა ხარ,ქალღმერთი ღვთითმშვენიერი,
სევდა ვან გოგის,რემბრანდტის,ნახატი მონესმიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები