ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2008


ჩემს მეგობრებს - სხვადასხვებს და ერთს განსაკუთრებით

(ის განსაკუთრებითი მიხვდება რატომ, რისთვის და საიდან :))))



გუშინ, ღამით, ჩემთვის, მარტო, ჩემს პატარა სოროში ვიყავი შემძვრალი და ვფიქრობდი.
ვფიქრობდი, რითი მემართლებინა თავი ჩემი ძვირფასი მეგობრების წინაშე.
და მე ისეთი ცუდი და აუტანელი და არამზადა ვარ და თქვენ კიდევ რამდენი დრო, ემოცია და ფულიც კი დაგიხარჯავთ ჩემთვის და
მაგრამ, არა იცით? მგონი არც ისეთი ცუდი ვარ.
მართალია ხანდახან ცოტა უჟმური, მოწყენილიც, კარგი ხო ხან ბევრ სისულელეებს ვლაპარაკობ, მაგრამ
სულ ერთნაირი ხომ არ ვიქნები?

არა, მგონი არ ვარ ცუდი
კარგი, რა მოხდა შენი დაბადებისდღე რომ დამავიწყდა
შენ კიდე არ მოგილოცე :D
მერე რამე უცნაურს გაჩუქებთ და მაინც გაგიხარდებათ :)) თან სხვა ყველა ხომ გილოცავთ და მე უფრო დაგამახსოვრდებით :D
არა, იცით? მე კარგიც კი ვარ
გინახავთ როგორ ვცურავ?
ნამდვილი გამჭვირვალე მედუზა ვარ, ან როგორ დავძვრები ტყე-ღრე-მთა-გორებზე
არა თქვენსავით მძლავრი და მოკაშკაშე მუხლი არა მაქვს დიდი თავადო, მაგრამ ხომ ვცდილობ?
ოოო, კარგი რაააა, რა მოხდა ყავას რომ არ გიკეთებ ხოლმე
ან, შენ საერთოდ შენთვითონ რომ გადუღებინებ ჩაის ჩემს სახლში, შენთვის და ჩემთვის
სამაგიეროდ მერე ჩემი გაკეთებული გემრიელი საჭმლით გაგიმასპინძლდებით.
სად ვიცი საჭმლის კეთება?
სხვათაშორის ქალბატონო, ის პიცა, გუშინ რომ მიირთვი ჩემი გაკეთებული იყო,
დიახ,
ნუ ნახევდარ :D

და რა კარგი ვარ იცით მეე?
ვმუშაობ კიდეც, კი.
და ნაყინი რატომ არ გიყიდე?
მე რა ვიცი, ეგ შენს ძმაკაცებს, იმათ დებს და იმათ სიძეებს კითხე. რა ჩემი ბრალია. თუ გინდა იმ ნაყინის ფული თავზე გადავიხიოთ. შენ უფრო :D
თავზე ხო, თავზე
რა ვერ გაიგე? თ  ა  ვ    ი
ხო კარგი, კარგი. ჯადნაბას შენი თ ა ვ ი. მივალ სახლში და ჩემს ვარდისფერ დათვს ვუტყაპუნებ რამდენსაც მინდა.
ვაიმე! შენ რა გატირებს? შენ აააარა!! შენ ბელი ხარ, პატრა ლამაზთვალება ბელი :) მე კიდე ნამდვილი დიდი დათვი მყავს, ვარდისფერი :)
ეეეხ, მეგობარიც რა კარგი მყავს! კარგი იქნება ალბათ, მე რომ კარგი ვარ მეგობარიც კარგი მეყოლება. რა არა?
არა რა არის იმაში ცუდი ხინკალი რომ გავიყავით?? აააა, რომ გამოვშიგნეთ შეეცოდა ეტყობა საბრალო, თორე ისე რა მაგის საქმეა? ეგ ,,განსაკუთრებითია" განსაკუთრებული კი არ არის!
იცით მე იმდენად კარგი ვარ რომ, მეჩვენება, რომ რამდნეიმე დებილს ძალიან ვუყვარვარ :)
არააა? ეს შენ არ ხარ?!!!!!! საოცნებო ბავშვ-შვილი მე რომ უდნა მომანათვლინო? და

ნეტა ჩემი მეჯვარე ვინ უნდა იყოოოს? :P
რაო? მე რა გამათხოვებს?
მე ლამაზიც რომ ვარ არ იცი?
ხანდახან ამ თმებს ვივარცხნი და ლამაზად ვიკრავ ხოლმე და ხან კაბასაც ვიცვამ და ნამდვილი გოგოსავით ვარ და თვალებიც დაჭყეტილი კი არა უბრალოდ დიდი გამიხდება ხოლმე და ისედაც,
რა დალევს ამ უსაყვარლეს ქვეყანაში
ლოთებს
ნარკომანებს
შეურაცხადებს, რომლებსაც მე ლამაზი, საყავრელი და ჭკვიანიც კი ვგონივარ და
ეგეც რომ არ იყოს, ვისწავლი ამ ძროხის მოწველას და წამიყვანე ხანდოში თუ სადღაც ჯანდაბაში :)
ეეხ, კარგი რომ არ ვიყო, მეყვარებოდა ყველაფრის მიუხედავად ჩემი ძვირფასი მამინაცვალი?....

არაფერი გიჟიც არ ვარ!!!
თქვენ თვითონა ხართ გიჟები და მე მაინც შანსს გაძლევთ
რომ გადაარჩინოთ თქვენი ბავშვები და თქვენი თავები ჩემთან მომავალი ურთიერთობისაგან:
იციიით? მე გატყუებთ ხოლმე, დიახ, დიახ, გატყუებთ :P
ჯერ გატყუებთ, რომ ვითომ საქმე მაქვს, არ მცალია, ვერ გნახავთ და სინამდვილეში მარტო ყოფნა მინდა :D და მერე კიდევ გატყუებთ, რომ ვითომ მარტო რომ ვარ მოვიწყინე :D
მმმმ, ხანდახან ისე მიყვარს მარტო ყოფნა. ვმღერი, ხან ვცეკვავ, ხან ფოტოებს ვიღებ, ხააან ვხატავ კიდეც, მაშ,
მართალია მხატვარი გიორგაძის დიდი გავლენა მაქვს, მაგრამ არაუშავს, მე ხომ მარადდამწყები მხატვარი ვარ :))))
ხან კიდევ, ღამით, უბრალოდ აივანზე ვზივარ და ქალაქს ვუყურე და ისეთი ლამაზია ღამით ეს საშინელი კორპუსები რომ არ ჩანს, ისე ძალიან ლამაზი რომ....
ვტირივაააარ? რას ამბობ ნუ მაცინებ. არა, არა რა სისულელეა

გახსოოოვს? პატარა ვასაკუნა რომ იყავი და სევდიან მულტფილმებს რომ უყურებდი ხოლმე და  სულ ცრემლიანი რომ გქონდა სახე  და ჩვენ ვითომ დიდები რომ დაგცინოდით, თავს როგორ იმართლებდი: ,, მე არ ვტირივარ კაცო თავისით მომდიან ეს ოხერი ცრემლებიო" :) როგორ გვატყუებდი, ოოოხ, შე მართალ თავგასიებულო :))

ხო, ხო თავისით მოდიან ცრემლები და მე ისე არაჩვეულებრივად კარგი ვარ, ოოოოხ ისე ძალიან კარგი...
რაოოოო? თუ კარგი ხარ თავს რატომ იქებო?
და შენ გგონია მე თავს ვიქებ?
ნწ, ნწ,
რამდენი წერლია
რამდენი თვე
და რამდენი დღეა მიცნობ და
მაინც წესიერად ვერ გამიცანი
თავს კი არ ვიქებ, თავს ვიმართლებ შე მართლა ვირო!!!! :)))
ჰეჰ, ისევ გაბრაზდი ხოოო? აი ხო ვიცი რო ისევ გაბრაზდი :) არადა
გეხუმრე ბიჭო, გე ხუმ რეეეეეეეეეეეეე
ვახ!!!!




ვირი არის უსაყვარლესი ცროველი, ეგ რომ მყავდეს არცერთი არ დამჭირდბოდით, მაგრამ სად დავაბა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს