ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2010


დე, გახსოვს?..

დე, გახსოვს მე და ნიკო რომ პატარები ვიყავით?..
ყოველ დილით, რიგრიგობით, მონოტონურად გაბმული შენი ხმა ახლაც ჩამესმის.. "ლევანი, გაიღვიძე! ნიკო, გაიღვიძე!"
ოჰ,  ვერცკი ავხსნი რა მძიმე იყო დე ამ "თხოვნის" აღსრულება... მძიმე იყო, ძალიან მძიმე ის ჩანთაც - თვითმთრინავი, მიკი მაუსი და ფანქარი რომ ეხატა რატომღაც და 6 წიგნი რომ ეტეოდა თავისუფლად...
ამ ყველაფერს მოსდევდა ხანგრძლივი, "უსარგებლო", უინტერესო და დამღლელი მთელი 5 თუ 6 საათი, თავისი შუალედებით...
და აი სწორედ ეს, ეს შუალედებუი იყო რაც იყო... ჩვენთვის, ამ დიდ სპექტაკლის პატარა მსახიობებისთვის.
ამ დროს,  როგორც დიდხან, ძალიან დიდხანს დაგუბებული წყალი, ისე გადმოჰხეთქდა და გადმოდიოდა ამქვეყნად ყველაზე, ყველაზე გულწრფელი გრძნობები...
იყო ჟრიამუი და ქანცის გაწყვეტამდე სირბილი წინ და უკან. აქეთ ვიღაც გარბოდა "ბუფეტში", იქეთ ვიღაცას თმებს სწიწკნიდნენ და აწვალებდნენ, ისიც მთელი ხმით გააბავდა ჩხავილს და ჰოი საიცრებავ, უცებ საიდანღაც გაჩნდებოდა დამრიგებელი, სათვალითა და "მცირე ჯოხი"-თ ხელში, რომელსაც დინჯად და დამსახურებულად ჩასცხებდა და ჩასცხებდა, ხან ბონდოს, ხან დათოს - "რიგის მიხედვით"... თან დააუმატებდა: "შემდეგში, აღარ დაგინახოთ თამთას ახლოს გაეკაროთ''-ო ! თუმცა ეს ბრძანება ბევრს არაფერს ნიშნავდა მათთვის - პირიქით, მცირე წახალისებადაც კი ღებულობდნენ მას და შემდეგ შესვენებაზე თამთა უფრო მეტად ჩხაოდა...
თუ ჯერ ზარი არ იყო დარეკილი, გაჭყიპულები კიდევ ერთხელ გავრბოდით წყალზე, ეზოში... იქაც მოვედებოდით ღობე-ყორეს და ამ დროს უეჭველად ზარიც ირეკებოდა... ვაი! - ვინ შევა პირველი?... ვიღაც შევიდოდა, შევყვებოდით და დავდგებოდით ''ატუზულები''...
- სად იყავით ?
- წყალზე მას...
- კუთხეში !  ...და ჩვენც მორჩილად ვიდექით კუთხეში, დასჯილნი მაგრამ უბორკილონი!!!...
  დე, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო?.. სად გაქრა ნეტა ის წლები, სად?  მენატრება, ძალიან მენატრება იქ ყოფნა, ის დრო მენატრება...
დე, გახსოვს დათუჩას დაბადების წინა დღეები? საღამო იყო, აუთავებდი რაღაცას მახსოვს, ხმას არ იღებდი... მხოლოდ ის გვითხარი: ''თქვენ გამაბრაზეთ და უნდა წავიდე''-ო!... ვერ ავხსნი როგორ შემეშინდა მაშინ... მეგონა, მართლა მეგონა რომ ეს ასე იქნებოდა და მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავათენე, რა ჩავიდინეთ მე და ნიკომ იმ დღეს ყველაზე ცუდი.
მერე ლია და ოთარი მახსოვს მთელი 4 თუ 5 დღე... და აი, ის დილაც - შენ მოხვედი... მოხვედი და ვიღაც მოიყვანე. მას ეძინა. იყო ძალიან პატარა და სახეწითელი... მოგვიანებით მივხვდი რომ, ეს მცირე არსება, ისეთივე ნაწილი (ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით!) იყო ჩვენი ოჯახისა, როგორც მე და ნიკო.
და ისევ სკოლა... გზა.
გზა- სკოლიდან სახლემდე, ეს კი ნამდვილად იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე საარაკო თავშესაქცევი... გაბედოს ვინმემ და თქვას - რომელ ჭიშკარზე არ დაგვირეკია ზარი?! რომელ ატობუსის მძღოლს არ ჩავპარვივართ ''უკანა კარიდან''?! საბურთალოს, რომელ ქუჩაზე არ გვიხეტიალია?!
დავბრუნდებოდით სახლში მერე - დაღლილები, მშიერ-მწყურვალები და ცოტათი მტვრიანებიც... დე, შენ უეჭველად რაღაცას აცხობდი - მინიმუმ ხაჭაპურს! (არა დე, შენ ნამდვილად უბადლო მზარეული ხარ!) შევექცეოდით ხარბად, გულწრფელად, მადიანად!.. მერე, ''უჰჰ, ისევ ეს გაკვეთილების მომზადება''... და ბოლოს ის მცირე ენერგიაც უნდა დაგვეხარჯა დღის ბოლოსკენ რომ შემოვინახეთ და ეზო, ბავშვები, ისევ ჟივილ-ხივილი და რია-რია...
მიყვარდა ''გაკრახმალებულ'' ლოგინში კოტრიალი - ძილის წინ შენგან საინტერესო ამბების მოყოლა და გულისყურით მოსმენა, მაგრამ ბოლომდე ვერ გისმენდი - მეძინებოდა...
................................................................................................................................................................................................................
მშვიდად, ძალიან მშვიდად სძინავთ ბავშვებს... ასე გვეძინა ჩვენც.
დროდადრო შეკრთომაც იციან უეცარი...
მერე აუღელვებელი, გულწრფელი სახით მიეცემიან ხოლმე ღრმა ძილს და მოგზაურობენ იმ თვალუწვდენელ სამყაროში, სადაც მათი    ყველა სურვილი ხდება... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები