ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


დაუმალეს ეკლებს ია

დაუმალეს ეკლებს ია,
ვაჟა ამბობს:არის ცოდო!
რად მდუმარებს ეკლესია?
არ ვიცოდი...
ხერხემალს იტკივებს ღამე,
მთვარე - ზეცის თერაპევტი...
სიყალბეში უღიმღამოდ
მე და ვერდი
გადავლახავთ რუბიკონებს,
დაასველებს ნამი ისარს...
ამურს გააკუბიდონებს
და ივნისში ნამაისარს
მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ,
ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი,
რითმა გავანაცარტუტე,
შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები