ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


ინ ცესტი

დრო მაქვს და წამებს ვღეჭავ
გულისარევამდე,
ყველა ღამე მაინც უძილოა,წამწამებს ვსჯი
რადგან ერთმანთი შეუყვარდათ...
არადა ზუსტად იციან რაა ინცესტი...
ვერ ვიტან როცა ჩემში ვნაყოფიერდები,
ჰოდა იყვნენ ასე
თვალგახელილ ძილზე ადრეც ვოცნებობდი
უფერო სიზმრებზე...
ყველა კიდური გამითხევადდა და ზღვრულ ტემპერატურას ვეძებ
გამჭვირვალობისთვის...
შიგნიდან წითელი ვარ მზეზე ლურჯი,
წრის შიგნით წრე ვარ,
ცარცის სუნი ამდის და კიდევ მამაჩემის...
ორი ხურჯინი მაქვს ერთი და იგივე სიტყვებით სავსე
სხვადასხვა მნიშვნელობით,
დღეების მიხედვით ვარჩევ ჩემი სხეულის ტემპერატურას,
მაგრამ ზღვრულს არ ცდება...
და ჩემი სახლი კვირის ყოველ მესამე დღეს
სამხრეთის მიმართულებით აცოცებს კედელს
ნაპრალიდან გახეული ცა ჩანს მე ჩემი ცის ფორთოხლისფერ
ნაწილს ვაკერებ სიცარიელეს...
მთვარის გალევამდე დაგისიზმრებ...


მინდოდა გცოდნოდა რომ წყალს, ყოველ დღე,  შენი პეშვიდან ვსვამ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები