ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


მესხური ჩანახატები

ეს ლექსები, დაწერილია პროფესორ გიორგი  და თამარ ციციშვილების "მესხეთზე ისტორიული ნარკვევეების" მიხედვით, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში მიგდებულ, 1978 წლის, ჟურნალ "მნათობში" აღმოვაჩინე და შევეცადე ლექსად გამომეცა. რა გამომივიდა არ ვიცი, შეფასება თქვენთვის მომინდვია!

მესხური ჩანახატები
-----------------------------------
გატეხილი ქვევრი
---------------------------------
“ღვინო რად წაგიხდენიათ,
სითხე მტევნისგან ნაჟური,
მისი დაქცევა იქნება?!
შაქციელი გაქვთ ქაჯური!

უღელ ხარს გადაგიხდიდით,
ოთხას ლიტრიან ქვევრშია,
ღვინოსაც მაგარს დავლევდით,
თაბლას დავდგავდით გვერდშია!”

ეს უცნაური ამბავი,
თურქეთს მომხდარა, მესხეთში,
სადაც ღმერთს სთხოვენ შენდობას,
ქართველნი, მუხლზედ, მეჩეთში!

ყოფა ერთთავად ჰქონიათ,
ძალზედ მძიმე და უძლისი,
ბეგები, ურჩევ ძარცვავდნენ,
ზედ მენშევიკნიც, უღირსნნი.

სოფლად – ღვინიას ცხოვრობდა,
ქართველი დედის გაზრდილი
მოლა გურჯი და სამშობლოს,
უკუღმართობის აჩრდილი.

ერთ დღეს ამ მოლას ეწვია,
სოფელ უდედან სტუმარი,
უღელ-ხარების საყიდლად,
ჭაღიაშვილი - გურმანი.

ქრისტესმიერსა თვის მოძმეს,
დახვდა ის, დიდი პატივით,
გადაეხვია, აკოცა,
გულში იხუტა ხატივით.

ამ დროს სოფელში ელოდა,
ხალხი იმამის განაჩენს,
ბევრისთვის ძალზედ საოცარს,
და ბევრისთვისაც ალალბედს!
ქართული ღვინო ელოდა,
იმამის მტარვალ განაჩენს,
სითხე ნაჟური ვაზისგან,
ქართველი ერის გადამრჩენს.
სახლს რომ უღებდა საძირკველს,
ერთ მჭედელს დილით ადრიან,
ქვევრი უნახავს სიღრმეში,
და შიშს ებოჭა გვარიანს.

ღრმა ორმოდ ის წასწყდომია,
ქვევრებს თავხუფულს და დიდებს,
განძი ვპოვეო ეფიქრა,
ყურად არავის არ იგდებს.

სასოწარკვეთას ჩავარდა,
გონდაბინდული მჭედელი,
ჩირაღდნის შუქზე რომ ნახა,
შიგთავსი ღია ქვევრების.

ღვინის სურნელმა ძირს დასცა,
მჭედელი, მის ჯალაბობით,
ცხვირში რომ ეცათ ქვევრიდან,
ტანინი, კვიცის მარდობით.

ქართული სულის ბადაგმა,
უცებ იფეთქა ქვევრიდან,
თითო ოთხას ლიტრს იტევდა,
ღვინოს, თვით ვაკხის ბეღლიდან.

ვინ იცის რამდენ ხანს მალა,
მიწამ მადლი ეს ღვთიური,
ოსმალოს, გორდას ტოლ მოხვდა,
მუშტი ქვევრიდან ნთხეული!

ამ გაოგნებულ მჭედელსა,
ცუდად ენიშნა მომხდარი,
ალაჰსა სთხოვდა შენდობას,
ჯავრი აქვს გულზედ მომდგარი.

იმამმა, ბედკრულ მჭედელსა,
შეუნდო ყნოსვა ბახუსის,
ნაპოვნ ღვინოზე კი ბრძანა,
სიტყვა სიძვისა ნამუსის!

მან ბრძანა ქვევრთა დამტვრევა,
სითხის ღვრა შაითნისა,
ისინიც წამს დაამსხვრიეს,
სიშმაგით, უტიფრობითა.

მიწიდან ამოათრიეს,
ქვევრები მირონცხებულნი,
ხელი ჰკრეს, დაბლა დაუშვეს,
დალეწეს ლოცვით გებულნი.

ურჯულოებმა ანთხიეს,
ღვინო სისხლისფრად ღებილი,
თიხის ნამტვრევთ კი მტარვალნი,
ამსხვრევდნენ ვითარც დებილნი.

ეს ავკაცობა რომ ნახა,
ჭაღიაშვილი გაგიჟდა,
ღვინო რომ გადაერჩინა,
ის ქვევრებისკენ გაიქცა.

“გამასინჯეთო მაინცო”, -
ჭაღიაშვილი დარბოდა, და
ქვევრის ნატეხის წყალობით,                     
ღვინის დალევას ლამობდა.

ღვინის რუების დევნაში,
გატიალდა და დაითრო,
ქართული სისხლი მის ტანში,
ჩირაღდანივით აინთო!

“ღვინო რად წაგიხდენიათ,
მასში ხარებს ხომ გაძლევდით?!
მაგრამ რა გესმით მუდრეგნო,
ძმებო თქვენც შესვით გამხნევდით”

თიხის ნამტვრევით ღვთის სითხე,
ყველა მომსწრესთან დაჰქონდა,
ამ კაცის დაშოშმინება,
იოლი რამ არ გამოდგა.

ბოლოს მას, ისევ გურჯები,
მხარს ამოუდგნენ ხელმკლავით,
და მოლას საძინებელში,
ძილს მიეძალა ფერმკრთალი.

--------------------------
საზამთრო
-------------------------
ჩვენს დიდ პაპას და ბებიას,
ზღაპრად რა არ უამბნიათ,
სიტყვა სხარტით, მწარე, მარდით,
ერთმანეთზე უანგლიათ.

მესხ ქართველთა წინაპარნი,
თავს იქებდნენ სიტყვა-კავით,
დღესაც კი ყურს ეამება,
სიტყვა ტკბილად ანათალი.

თითქოს რაღაც უჩინარ ძაფს,
მარგალიტნი უქარგია,
ქართულ სიტყვას, ბრძნულს და კვიმატს,
უკვდავებად უვარგია.

ახლაც თვალწინ მესახება,
მოფუსფუსე ბებიები,
მთხრობელს ცერად ახედავდნენ,
თავის ეპიტაფიებით.

ამ ამბავს, რომ მსურს გიამბოდ,
ზეპირად ფლობს დიდი, ბავშვი,
მაგრამ მინდა შეგახსენოდ,
დაგაწიოთ სიტყვა გზაში.

ეხლა მინდა რომ მოგახსენოთ,
ხალხში მრავალ ნაამბობი,
პაპაჩემი ისკანდერის,
ბავშვობაში მონაყოლი.

“პაპაჩემი ისკანდერი,
ხშირად სტუმრობს კოლის წყალში,
მოიკითხავს ნათესავებს,
მცხოვრებთ ზღვარზე სოფლის თავში.

ერთხელ, სახლში უკან გზაზე,
ამ სოფელსა სტუმრად მყოფმა,
ხურჯინს ბლომად მოაყოლა,
საზამთრო და ხაპი-გოგრა.

ნამგზავრმა და გადაღლილმა,
წათვლემა რომ განიზრახა,
ქალებს ვახშმად დაუბარა,
შიგნით წითელ გოგრის დანჭრა.

დაიბარა, რომ საღამოს,
შემწვარ გოგრას მიირთმევდა,
და საზამთროს დაყოლებით,
ტკბილის მუღამს მოილევდა.

თუმც ვახშამზე, მშიერ მისულს
დახვდა რაც არ იგულისხმა,
ნანახმა მთლად გააოგნა,
გაფიცხდდა და გაგულისდა.

“ეს რა ქენით გოგოებო”,-
დაიძახა ისკანდერმა,
საზამთროებს ვეღარ არჩევთ,
დაგაბრმავათ მთლად გამჩენმა?!

რა იხილა საოცრება!
მისთვისაც კი უხილავი,
ყავისფერი, ყვითლად მწვარი,
საზამთროს კი, მხოლოდ კვალი.

ქალბატონებს რომ ენახათ,
წითელ გულა “მწვანე გოგრა”,
უმალ ღუმელს შეუგდიათ,
და ხაპების მთელი მოდგმა.

საზამთრო მთლად დახრუკულა,
გული ჰქონდა ჩაშუშული,
სამი ფუთი ერთად იქცა,
მწვანე კანი ჩაუფუყული.

ეს ამბავი სასაცილოდ,
დღესაც დადის მესხეთს მთებში,
ღიმილსა და სიცილს იწვევს,
საზამთროთი სავსე თეფში. 

--------------------
კაპიკიანი
-------------------
მამიკო ხშირად მგზავრობდა,
არდაღანს სანოვაგისთვის,
მაშინ ფოცხოვას მართავდა,
ნიკოლოზ მეფის რუსეთი.

ერთხელ მას გზად დაემგზავრა,
მოლა რეჯაბი ხარებით,
ორივეს ურმით მოჰქონდა,
არდაღანული ნაღები.

შუა გზას დაღლა შეეტყოთ,
გზაზე, წყაროს პირს ჩამოსხდნენ,
თანაც წყნარად და ბაასში,
მჭადს და ყველ-კარაქს შეექცნენ.

მოლა რეჯაბსა მოსწყურდა,
და რა იხარა წყლის ზედა,
რაღაცამ ჩქამი გააგდო,
დაძირვა იწყო ფსკერზედა.

თურმე წუწურაქ მოლასა,
კაპიკ გავარდა სარტყლიდან,
წყალმა კი ეს “დიდი ფული”,
თავის გულს მძიმედ დასძირა.

რეჯაბმა დიდ ხანს ეძება,
მისი კაპიკი უგვანო,
მაგრამ ვერას გზის მიაგნო,
დაიკარგულიყო უკვალოდ.

მამას რომ ყელში მოადგა,
ამ წუწურაქის წუწუნი,
მოლას აჩუქა კაპიკი,
ისე შეღონდა ბლუყუნით.

მოლამ იბღუჯა ფეშქაში,
იტენა წელის სარტყელში,
თვის კაპიკს ძებნა განაგრძო,
ქვიშა ატარა საცერში.

მამიკომ უთხრა: “არ გეყო,
ძებნა მაგ ოხერ კაპიკის,
ხომ მოგეც კაცო სანაცვლო,
გვეჩქარის, გზაა სავლელი!”@

მოლამ მამაჩემს მიუგო,
რომ სხვა ძალა აქვს მის კაპიკს,
ხოლო მამიკოს ნაჩუქარს,
ფასი არა აქვს არაფრის.

ეს თქვა მოლამ და განგრძო,
კვლავ ძებნა წყეულ კაპიკის,
რისგანაც მამა გაცეცხლდა,
მოკვლა ისურვა ამ გიჟის.

მოკვლისა რა მოგახსენოთ,
არაა კაცის საკადრი,
ხარებს კი სახრე უჭირა,
უბრძანა ევლოთ გზა მარდი.

მოლამ სირბილი იკადრაა,
მისდევს ხართ წიწაკნაკრავი,
კაპიკის ჯავრი კი თან სდევს,
სახე აქვს ნეხვით ნაბანის.

ასე ირბინა ბურტყუნით,
ხარნი შერეკა თავლაში,
და ჯავრი ალბათ კაპიკის,
ალბათ თან წაჰყვა საფლავში.

მერე რამდენჯერ მსმენია,
რომ მოლა ყველა ჩავლაზე,
თურმე მუხლს ყრიდა წყაროსთან,
და მასთან კაპიკს დაობდა. 

ეს ლექსი, ჭკუის სასწავლად,
ყველა წუწურაქს ეკუთვნის,
ვისაც გაცემის არ ესმის,
და ვინც ჩუქება არ იცის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები