ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიდაი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2010


ღია ფანჯარა

როდესაც სულში ჩამოწვა სევდა,
როცა სხეულსაც შიშმა დარია,
გაყინულ ტვინში მალულად ჟღერდა,
მიზანთროპების ავემარია...

ჩამოდიოდა წყარო ცრემლები,
სიცივისაგან ხდებოდა გუნდა,
გული დნებოდა დანაცრელები,
-პოეტთა მეფეს სიკვდილი უნდა...

და იმსხვრეოდა დროის მინები,
ცივი ჰაერი სახეს ყინავდა,
შეშფოთებული სულის ბინები
მის შესახვედრად კარში ბრწყინავდა...

ვერცხლის თვალებით ეგებებოდა,
ანგელოზები თამარიონნი,
იმ დღეს, ფანჯრიდან, კაცი ხტებოდა,
ტაბიძე იყო, გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები