 | ავტორი: ფიდაი ჟანრი: პოეზია 15 ივლისი, 2010 |
შენ ანტიქრისტე მე მისი მოძღვარი მოვდივართ ეკლიან ზურმუხტის გზებზე, ანგელოზს ვერაფრით თვალი ვერ მოვკარი... -არადა რამდენი, რამდენი ვძებნე. . .
ცეცხლიდან მოვდივარ უფრო და უფრო მწყურია სტიქიის ვენების დაშრეტა, ო, როგორ მინდა გაგესაუბრო ოღონდაც, ოღონდაც, ოღონდაც დარჩე და. . .
ნუ წახვალ, ნუ წახვალ სინათლის დობილო ამ სულშიც დატოვე სიმართლის მორევი, სხეულო ამაყი ფრთით გამოწყობილო ეგ შენი ამბავი მოყევი, მოყევი . . .
დამშორდით სამოთხის გზამკვლევო ნიჩბებო მე თქვენი შიშისგან რწმენაც კი დავკარგე! მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ ბიჭებო თუმცაღა ძმობილო რამეთი რა მარგე, , ,
წავიდნენ, წავიდნენ, წავიდნენ ფიქრები, ანგელოზს ვერაფრით თვალი ვერ მოვკარი, შენ ანტიქრისტე, მე კვლავაც ვიქნები ეშმაკის, ეშმაკის, ეშმაკის მოძღვარი . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. alivakeli: ratom ? alivakeli: ratom ?
7. alivakeli: ratom ? alivakeli: ratom ?
6. იქნებ ეშმაკის მოძღვრობაზე მაინც თქვათ უარი... იქნებ ეშმაკის მოძღვრობაზე მაინც თქვათ უარი...
5. რავიცი. წინსვლა
რავიცი. წინსვლა
3. :?
თვალს მოკრავ კი არა, იპოვნი კიდეც ანგელოზს...
თუ მოინდომებ..
ალბათ... :?
თვალს მოკრავ კი არა, იპოვნი კიდეც ანგელოზს...
თუ მოინდომებ..
ალბათ...
2. მესაინტერესოა, მიუხედავად თავისი ხისტი პათოსისა! 5 მესაინტერესოა, მიუხედავად თავისი ხისტი პათოსისა! 5
1. დასამუშავებელია ვგონებ +2 დასამუშავებელია ვგონებ +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|