ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2010


ღია

ქარი
ხეები  შენთვის იხრიან წელს,
გიშლიან თმებს,
ყელზე აჩენენ ხალებს
და კოცნის მოლოდინში თვალებს აღებენ
და მათი თვალები ცას აჭრიან კიდეებს,
შენკი უბრალოდ ჩავლა გიყვარს
ამ მოლოდინთან....

წვიმა
ვშლი ხელისგულებს
ფეხისგული გულივით კუმშვადია
როცა მე შენში დავდივარ
და მინდა რომ ჩემგან წაიღო სიშიშვლე
რომელსაც მკლავებთან ვმალავ,
შენ ჩაღვრა გიყვარს ყელიდან მკერდში
და მაიძულებ ჩემს თხვეად სწყისსზე ფიქრს,
რომელსაც ვმალავ და ამიტომ გიხურავ ფანჯრებს...
რომლეზეც გაუთავებლად მიწერ
წვეთოვან თხოვნებს...

ბგერები
როცა ჩვენ მსგავსად ტალღების მიღმა ვზივართ
და ელექტრონული გზავნილებით ერთამანეთის განწყობას მალულად
ვუთვალთვალებთ
სამყაროს ყველა ბგერა ერთმანეთს ტოვებს
და ამ ქაოსში მხოლოდ ჩვენ უსმენთ
ზღვის ეტიუდს...

ფუნჯები
შენ ჩემს რაფაზე ცხოვრობ ნაპოვნ ფინჯანში
საიდანაც ვიღაც ყოველ დილით სვამდა დილას...
და აგვიანდებოდა...

ჩვევები
დილით სარკეში მე ჩემი თვალები მიყვარს...
შუადღემდე ჩემ თითებს თამბაქოს სუნი უდის...
შუადღისას ქვაფენილზე მოძრავი სხივები სახლს აშენებენ...
დღის რომელიღაც ნახევარი ცარიელია...
გვიან ღამემდე ვუყურებ შენ მწვანედ ანთებულ
წერტილოვან არსებობას და ვფიქრობ
რა გითხრა...

მუდმივობა
სახლი
შენ
მტვერი...









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები