განა ყველას ახსოვს თავისი პირველი ნაბიჯები?! აი, მე მახსოვს... ბიცოლაჩემს ეჭირა ჩემი ხელები. ბიცოლაჩემს შინდისფერი კაბა ეცვა, მე ცისფერზოლიანი რეიტუზი. ჰოდა, გავიარე. 2 წლის ვიყავი მგონი... ეს მერე გავიგე, როცა გავიზარდე. მაშინ ჩემი ასაკი, მგონი არ ვიცოდი. შეიძლება მცოდნოდა კიდეც, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ბავშვობა ვახსენე და იცი რა გამახსენდა? სულ მაინტერესებდა, ვინც თბილისის გარეთ ცხოვრობდა, სად მიდიოდა დასასვენებლად. მერე დავასკვენი, რომ ისინი დასასვენებლად არ დადიოდნენ. ეხლა ზაფხულია, ძალიან ცხელა თბილისში და ალბათ, ამის გამო გამახსენდა ეს.
კეთილია ბავშვობა. რამდენად შავთეთრიც უნდა იყოს, მაინც ბევრია ფერადად გასახსენებელი, ოღონდ ამას ნელ-ნელა გრძნობ. რაც უფრო შორიდან უყურებ ბავშვობას, ფერები უფრო მკვეთრი, მკაფიო და ხალისიანი ხდება.
ჩემი სახლის წინ მაღალი ალვის ხეები იყო, ველოდებოდი როდის გახდებოდნენ ისინი ჩემს საცხოვრებელ კორპუსზე მაღალნი. ჩემი მაშინდელი ვარაუდით, მაშინ, როცა გავიზრდებოდი. ჰოდა, მეც ვჩქარობდი გაზრდას. რუსები რომ იტყვიან,- პერესტარალსაო,- ბევრი გულმოდგინე ცდისა და ლოდინის შემდეგ მეც გავიზარდე. მერე საცხოვრებლად სხვაგან გადმოვედი და ახლა არ ვიცი, გაუსწრეს თუ არა იმ ხეებმა ჩემს კორპუსს.
ბავშვობაში ორი მეგობარი მყავდა. ჩემი კარის მეზობლები იყვნენ ხატია და ნინო. სულ ერთად ვთამაშობდით. Mმე ექიმობა მინდოდა დეიდაჩემივით. ხატია ჩემზე უკეთ ხატვდა და სულ მშურდა მისი. ნინო აივანზე მღეროდა ხოლმე, მე კი ჩემი პატარა ოთახიდან მის სიმღერას ვუსმენდი.
ახლა უკვე დიდი ვარ. ჩემი მეგობრებიც დიდები არიან, ოღონდ, ახლა სხვა მეგობრები მყავს. ერთი ჩემი მეგობარი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე თავისი შვილის მოკვლაც მოასწრო. ამაზე თვითონაც სწუხს, თუმცა მე მაინც ვერ ვპატიობ. ბავშვობაში არ მეგონა ასეთი ცუდი თუ იყო დიდად ყოფნა. ან ასეთი ცუდები თუ იყვნენ დიდები. პატარა როცა ვიყავი, არ ვიცოდი როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები, ახლა ჩემმა მეგობრებმა იციან ეს და აბორტსაც იკეთებენ.
იმ პატარასაც ხომ ეყოლებოდა ბიცოლა, ისიც გაივლიდა პირველად. მისი სახლის წინაც იქნებოდა ალვის ხეები და ისიც ჩემსავით დაელოდებოდა როდის გაუსწრებდნენ ისინი მის საცხოვრებელ კორპუსს. მისი მეგობრებიც იმღერებდნენ აივანზე, მასაც გაიტაცებდა ხატვა და ექიმობაც ენდომებოდა. თუმცა ახლა უკვე გვიანია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. არა... აქ უფრო ტომ სოიერის დეიდა გამახსენდა... კარგი ქალი იყო პენსნეთი :) არა... აქ უფრო ტომ სოიერის დეიდა გამახსენდა... კარგი ქალი იყო პენსნეთი :)
18. ფილმი? არაჰ? კაიჰ :დ ფილმი? არაჰ? კაიჰ :დ
17. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ესეც მომწონს კიდევ ერთხელ ვიტყვი: ესეც მომწონს
16. ბავშვობაში არ მეგონა ასეთი ცუდი თუ იყო დიდად ყოფნა :)
ნიკოლო,როგორი მაღალია ალვის ხეები ბავშვობაში,ხო? :)
თუმცა ახლა უკვე გვიანია...
კარგი ნიკოლო :)
ბავშვობაში არ მეგონა ასეთი ცუდი თუ იყო დიდად ყოფნა :)
ნიკოლო,როგორი მაღალია ალვის ხეები ბავშვობაში,ხო? :)
თუმცა ახლა უკვე გვიანია...
კარგი ნიკოლო :)
15. აზრი არ აქვს შენთან საუბარს :) მართლა. არ ვარ მე კრიტიკოსი :) უბრალოდ ზოგიერთებისგან განსხვავებით, ლამაზი თვალების და ძმაკაცობის გამო არ ვწერ კომენტარებს ;) მე მოვრჩი დიალოგს :)
ავტორს ბოდიში გაოFებისთვის. :) აზრი არ აქვს შენთან საუბარს :) მართლა. არ ვარ მე კრიტიკოსი :) უბრალოდ ზოგიერთებისგან განსხვავებით, ლამაზი თვალების და ძმაკაცობის გამო არ ვწერ კომენტარებს ;) მე მოვრჩი დიალოგს :)
ავტორს ბოდიში გაოFებისთვის. :)
14. შენ შენი თავი თუ ვაი კრიტიკოსად მიგაჩნია კაია ეგ...შენ განიხილე ერთი ლექსი მაინც რატო არ მოგწონს...არ მოგწონს და ვსიოო? ეგრე არაა...ერთი ლექსი მაინც გაარჩიე რატო არ მოგწონს...თუმცა მე იმაზე დავწერე აქ რომ, შენ თქვი იდიოტოკრატიაოოო...მაშინ დაასახელე ვინ იგულისხმე...ზოგადად? ეგ არ გამართლებს...აქ ხალხია მე მგონი... შენ შენი თავი თუ ვაი კრიტიკოსად მიგაჩნია კაია ეგ...შენ განიხილე ერთი ლექსი მაინც რატო არ მოგწონს...არ მოგწონს და ვსიოო? ეგრე არაა...ერთი ლექსი მაინც გაარჩიე რატო არ მოგწონს...თუმცა მე იმაზე დავწერე აქ რომ, შენ თქვი იდიოტოკრატიაოოო...მაშინ დაასახელე ვინ იგულისხმე...ზოგადად? ეგ არ გამართლებს...აქ ხალხია მე მგონი...
13. ვაი კრიტიკოსობა მირჩევნია ვაი პოეტობას :) ;) შენი საქმე ნამდვილად არააა მე ვის და რას დავუწერ. აშკარად არ გაქვს მეტი საქმე. და საერთოდაც, რა შუაში იყავი შენ, როცა მე ’’ზოგადად’’ თქო, ავღნიშნე :)
ვაი კრიტიკოსობა მირჩევნია ვაი პოეტობას :) ;) შენი საქმე ნამდვილად არააა მე ვის და რას დავუწერ. აშკარად არ გაქვს მეტი საქმე. და საერთოდაც, რა შუაში იყავი შენ, როცა მე ’’ზოგადად’’ თქო, ავღნიშნე :)
12. მეტი საქმე არა მაქვს ახლა აბრამიშვილო...შენს კომენტარებს დავდევ ხო იცი:)) მე უბრალოდ რაც დაწერე იმაზე გამოგეპასუხე...მე რითი დავკავდები ეგ ჩემი საქმეა...და ამ ვაი კრიტიკოსობას შეეშვი,მეც მაღიზიანებს...:) მეტი საქმე არა მაქვს ახლა აბრამიშვილო...შენს კომენტარებს დავდევ ხო იცი:)) მე უბრალოდ რაც დაწერე იმაზე გამოგეპასუხე...მე რითი დავკავდები ეგ ჩემი საქმეა...და ამ ვაი კრიტიკოსობას შეეშვი,მეც მაღიზიანებს...:)
11. რაც უფრო შორიდან უყურებ ბავშვობას, ფერები უფრო მკვეთრი, მკაფიო და ხალისიანი ხდება. კარგია ბავშვობა... ..ცუდია როცა სიცოცხლეს კლავ :(((( რაც უფრო შორიდან უყურებ ბავშვობას, ფერები უფრო მკვეთრი, მკაფიო და ხალისიანი ხდება. კარგია ბავშვობა... ..ცუდია როცა სიცოცხლეს კლავ :((((
10. ყალიჩავა, ჩემი კომენტარების კონტრ-კომენტირებას, რამე უფრო სასარგებლო საქმით დაკავდე მგონი სჯობს :) ვღიზიანდები უკვე :) ყალიჩავა, ჩემი კომენტარების კონტრ-კომენტირებას, რამე უფრო სასარგებლო საქმით დაკავდე მგონი სჯობს :) ვღიზიანდები უკვე :)
9. მაგრად მომეწონა მაგრად მომეწონა
8. კარგად წერთ! წარმატებები... კარგად წერთ! წარმატებები...
7. ძალიან კარგი არ არის, იმიტომ რომ არის ამაზე კარგებიც და ისინია ძალიან კარგები :) იმედია ავტორი არ მიწყენს. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, თუმცა სტილისტურად და გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართულია :)
3 ძალიან კარგი არ არის, იმიტომ რომ არის ამაზე კარგებიც და ისინია ძალიან კარგები :) იმედია ავტორი არ მიწყენს. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, თუმცა სტილისტურად და გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართულია :)
3
6. მართლაც თბილი და საინტერესო ნაწერია! 5555555 მართლაც თბილი და საინტერესო ნაწერია! 5555555
5. რას ერჩით სალოს? თქვა გოგონამ - "ზოგადადოო" ;) რაც შეეხება ნაწერს, მართლა მომეწონა და ძალიან კარგი ნამუშევარია!!! გაიხარე შენა!!! რას ერჩით სალოს? თქვა გოგონამ - "ზოგადადოო" ;) რაც შეეხება ნაწერს, მართლა მომეწონა და ძალიან კარგი ნამუშევარია!!! გაიხარე შენა!!!
4. უუჰ ფრესაკაულო მეგონა სალოს ვეთანხმებიო და ავჯანყდი...გაგვლანძღა ამანაცთქო...:D უუჰ ფრესაკაულო მეგონა სალოს ვეთანხმებიო და ავჯანყდი...გაგვლანძღა ამანაცთქო...:D
3. სალის ვეთანხმები ოღონდ ბოლოში კარგი ნაწერია სალის ვეთანხმები ოღონდ ბოლოში კარგი ნაწერია
2. ძალიან თბილი ნაწერია ეს...გაიხარე...
აბრამიშვილი სიტყვებს ნუ ისვრი და დაუკვირდი კარგად...არის აქ შენს გარდა სხვებიც... ძალიან თბილი ნაწერია ეს...გაიხარე...
აბრამიშვილი სიტყვებს ნუ ისვრი და დაუკვირდი კარგად...არის აქ შენს გარდა სხვებიც...
1. არა, დავიჯერო მართლა არავის წაუკითხავს?! :| გამაგიჟებს ეს ხალხი. იდიოტოკრატიაა... ზოგადად.
ნაწერი კარგია. არა, დავიჯერო მართლა არავის წაუკითხავს?! :| გამაგიჟებს ეს ხალხი. იდიოტოკრატიაა... ზოგადად.
ნაწერი კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|