ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2010


ჩემია? სხვისი? (ანა დოის)

შენ მეუბნები,
რომ არ გესმის, რა მემართება,
ვერ გაგიგია, რატომ ვდუმვარ,
საქმე რაშია.
არც არაფერში.
მაშინდელივით მოწყენილი ვარ,
თითქოს ყველაფერს
შემოევლო შავი არშია.

ჰო,  ასე ხდება.
მასკარადი როცა მთავრდება,
რა საჭიროა ან მარმაში,
ანდა მაშია.
ერთი გომბეშოც ვერ შევცვალე,
ყველა დავკოცნე.
არ არის პრინცი,
აღარც იმის თეთრი რაშია.

ეს  ფურცელი კი
ჩამრჩენია ამ ძველ უჯრაში.
ჩემია?
სხვისი?
ხელი ბავშვური წერის ცდაშია:

'' დილას საუზმე ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე სადილიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე ვახშამიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
ახლა ღამეა.
ვერ ვიძინებ.
იცი, რატომ?
ძალიან მშია.''




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები