ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაბილუა .
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


შემომერითმე

გავიგე წასულხარ საჩქაროდ მთვარიდან
ვიჯერებ რომ გიჭირს, ვიცი რომ ვერ ითმენ
გუშინაც ჩვეულად დაგწერე თავიდან
გუშინაც ჩვეულად შენ შემომერითმე ...
გავიგე თვალებზე ცრემლი რომ გქონია
ტკივილიც უხდებათ გადაღლილ მაგ თვალებს
სიყალბეს ვაწვალებ მე ასე მგონია
ან იქნებ პირიქით - სიყალბე მაწვალებს ...
ღამეა ახლა და სამი საათია
სამჯერ ოცდაათი ოცნება მიტაცებს
აღარც სიყვარული გულში არ ანთია
აღარც ყვავილს ვგავარ ქალისთვის მისაცემს ...
მაინც მიხარია თითქოს შენით ვთვრები
თითქოს მდიდარი მაქვს ლექსის კოლექცია
ისევ როგორც ადრე ლექსში მერითმები
ვთვრები ... (სიყვარული ლექსად რომ მექცია )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები