ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2010


ცხოვრების გზა

ცხოვრების გზას მე ნელ-ნელა ვლაშქრავ,
ვით ცხრათავა ჩამოთოვლილ შხარას,
თეთნულდს, უშბას ან რომელსაც გინდათ,
და არ მინდა რომ ეს მოხდეს ჩქარა.

ცხოვრება კი გაიქროლებს წამში,
ვერ ვაკავებ ჭაღარა თმის ცვენას,
შესდექ წუთო, მოიჩქარე ნელა,
მე ნატვრები ხელში ჩამიბერდა!

სარკის იქეთ შემომცქერის კაცი
ალიონზე, შევერცხლილი თმებით,
რას მიყურებ, ნუთუ ვეღარა მცნობ?
ჩვენ ხომ კარში, ყოველ დილით ვხვდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები