ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მხოლოდ შენ ერთს
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2010


სამი რობაი

                      *    *    *

მიყვარს მაგ ბაგით ამ ბაგეთა მობადაგება,
შენი გულისგან ჩემი გულის ყმობა და გება,
როცა შენთან ვარ, იბადება ისევ სიცოცხლე,
უშენოდ - კვდება, ნადგურდება და იდაგება!


                    *    *    *

რომ შემოღამდეს. მთვარემ გზები ვერცხლით მომთვაროს,
თვალებმა შენმა ვარსკვლავები ცაზე რომ თვალოს,
ანუ შორს ვიყოთ, სადმე, ტყეში, მინდორში ვიწვეთ, -
სულ ამას ვნატრობ, სასურველთა ვგონებ დროთა როს!


                    *    *      *

თქვი საბოლოოდ: ჩემი ხარ, თუ არა ხარ ჩემი!
ბედი მქონია, მხოლოდ ჩემთვის თუ იხარჯები!
ხოლო თუ შენი სიყვარული სხვასაც ეკუთვნის,
ვა, თავო ჩემო, მოგხვევია ეს რა ხვანჯები!


             




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს