ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2010


ბენგალის ამ ყურეს

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს,სიყრუე ვეთხოვე!
არ მინდა გისმინო,გადარევს გიჟს ღვინო.
ბენგალის ამ ყურეს,ზეცა რომ დაჰყურებს,
შენ ქალის საყურეს ძველ მოსამსახურეს
უჩუმრად აჩუქებ,ცოლმა არ გაგიგოს.
კვდება სიჩაუქე და ღამემ დაგარიგოს:
დილამდე ნუ სვამო!ბახუსს ნუ ედრები,
ღრუბლებში უსვავოდ ან თეთრი მტრედები
ბავშვურად მაოცებს მე მოხუცს,მარტოსულს,
ფესვებო,დამლოცეთ,დამლოცეთ და რტო ცულს
აღარ გაიკარებს,გპირდებით ამ ზამთარს,
ვაშრობ ბაიკალს მე და რიწა დამზაფრავს.
მანამდე ბეთჰოვენს სიყრუე ვეთხოვე...
არ მინდა გისმინო,გადარევს გიჟს ღვინო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები