ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2010


ტაოს კარიდან

მე მოვეხვევი ტაოს კარიდან იშხნის საძირკველს,
ბანას ნანგრევებს პატივს მივაგებ, სიამაყით გონდაბნეული,
ჩვენი ნანინა აქ ისევ ბუდობს, არსად წასულა,
და პატრონს უცდის ხმალი, ტანში გადამტვრეული.

ხახულის წყალში ალიონზე განვიბანები,
კურაპალატის თელილ ხეობას მივაგებ პატივს,
ლოცვით ვემთხვევი მე ხახულის კარს, სასწაულთამქმნელს,
სანთელს დავუნთებ, ტაო-კლარჯეთის უდიდეს ტკივილს.

ოშკი დევგმირი გარინდებით თართუმს თავს ადგას,
გრიგოლ ოშკელს ეს სინატიფე, ათ წელიწადში ხატად უგია,
ოშკის ეტრატი და გუმბათი ცად აღმართული, მონუსხავს ყველას,
ტაძრის მცველი კი, მდუმარებაში ხმალაღმარეთული ანგელოზია.

ზარზმა, პარხალის, მიმონგრეულ ტაძარ-საყდრებში,
აღსარებაზე აღარ ისმის ზარების რეკვა,
არვინ მოტყუვდეს ნაადრევი მათი დუმილით,
კვლავაც დავხატავთ მათ კედლებზე, ხვთისმშობლის ფრესკას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები