 | ავტორი: ევროპელი ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2010 |
შემომადნი
თვალს შევავლებ ცის კიდეზე შენს სამოსელს, ნუთუ შენ ხარ ის ღრუბელი თმებს რომ ბარდნი, თოვლის ფიფქებს შეგადარო, მაგრამ როგორ? შენ ხომ სახეს წვიმის წვეთად შემომადნი.
არა ალბათ გასულელდა ლურჯი ზეცა, ან ამ ღვინომ გამიღვივა გრძნობა მზარდი, არა,ალბათ ფიქრი ძველი გულში მეცა, და წვიმის წვეთს მსურს გავანდო ჩემი დარდი.
მაგრამ ციდან მოგონება რაღად მათოვს? იქნებ გულში უხილავად ჩამივარდი, არა, მე არ მინდა ზეცა დაიხატოს, შენ არა ხარ, არა, სხვაა ჩემი დარდი.
არა, გრძნობა ცოტა უნდა დავიზოგო! თორემ უკვე სანთელივით ჩუმად დავდნი, თოვლის ფიფქებს შეგადარო?მაგრამ როგორ? შენ ხომ სახეს წვიმის წვეთად შემომადნი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. შენ ხარ ქართველი და მაშასადამე შენ ხარ ევროპელი შენ ხარ ქართველი და მაშასადამე შენ ხარ ევროპელი
1. "თოვლის ფიფქებს შეგადარო?მაგრამ როგორ? შენ ხომ სახეს წვიმის წვეთად შემომადნი."
ეს სიტყვები ძალიან მომეწონა :) +++
"თოვლის ფიფქებს შეგადარო?მაგრამ როგორ? შენ ხომ სახეს წვიმის წვეთად შემომადნი."
ეს სიტყვები ძალიან მომეწონა :) +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|