ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2010


ზოგჯერ ვეხვევი იისფერ სპლინში...

დღემ გაიარა,
მატარებელმა რახა-რუხით ჩაიარა.
რა მარტივია აქ ჩემი ყოფა -
აქ სიცოცხლისთვის დრო არ მეყოფა!
    ოხრავს ბუხარი -
    შენთვის სათქმელი მე მას ვუთხარი...
    რა დამრჩენია, ვფურცლავ ტიციანს -
    მისმა ლექსებმა დარდი იციან.
და მახსენდება ისევ ის ქუჩა...
შენზე ფიქრებს დღეს ბოლო არ უჩანს.
  წვიმს!
  სადა ხარ? ვის ვკითხო, ვის?
  რუხი ბეღურა
  სარკმელთან ზის...
და ვეღარ ვხვდები დღე თუ ღამეა,
ეს მარტოობაც განა რამეა?...
შევეჩვიე და არ მიჭირს, არა!
მარა...
  ზოგჯერ ვეხვევი იისფერ სპლინში
  აშკარად, ცხადად, ხანდახან ძილშიც...
  აღარც კი ვიცი ''ჩვენ" რისთვის ღირდა,
  და დავიღალე... სიმშვიდე მინდა...
გესმის?... მწყურია ვპოვო მდინარე,
იმ წარსულიდან გამომდინარე....
  ყოფიერებას ვებრძვი! - ძნელია,
  მახვილიც მისი, ბასრი, მჭრელია.
  მაგრამ გრძნობები ვატერლოოსთან,
  მე არასოდეს გამომლევია !!!


 
 
 
 

   
 
 
 
 




   
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები