ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოირა
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2010


კაზინოს დედოფალს

პირველი ჩემი ჩანახატი მინდა მივუძღვნა იმას ,რაც მე ეხლა ყველაზე მეტად მაწვალებს და მაფორიაქებს სულში,ჩემ პატარა (ზოგისთვის დიდ ნაკლს)...ჩემი დამოკიდებულება კაზინოს დედოფალის-რულეტკის მიმართ ისეთია,როგორც ცხოვრების მიმართ: ან ყველაფერი, ან არაფერი..და რას ვაკეთებ ან გა-ვაკეთებ საიმისოდ რომ მივიღო ან ყველაფერი ან არაფერი ამას გავარკვევ ძიების პროცესში,რომელსაც ცხოვრება ქვია...

  ە ە ە
არ მინდა დავიჯერო,რომ ცხოვრება თამაშია,
რომ ყველა წარმატება სვლების გათვლაშია,
ნიღბის გალერეის ყველა დამქაშები, მინდა ნაღმზე დავსვა ვინც კი თამაშშია...
    ერთხელ სპონტანურად ფატუმს ვეთამაშე,
  იქ არც საათია...კვამლი,კამათია,
  გორავს ციფერბლატზე ბედის ონავარი-
  მრგვალი თეთრი ბურთი.. ხშირი პულსაცია....
ვძარცვავ ჩემ თავს იმით რაც კი გამაჩნია,
რაზეც ქვეყანაზე ფასი დაუდიათ-
ოქრო ფული,გრძნობა,ენერგია,სული
და ვცვლი  "ფიშკად" რომ მოვიგო ფული..


ერთი  წარმატება ჩემთვის დიდი იმედია,
მეორედ კი მელის ცივი აგონია,
მე  ველოდი-მისს კრუპიემ ისევ გააგორა,
ბრუნავს ციფერბლატის დაფა მისტიურად...
ცივი მოლოდინი,მერე გამართლება
-ძალის თვითშეგრძნების რული გამთანგველი,
რაღაც მომენტში ვგრძნობ სულის ხუთვას,ორმოს
-ვიღაც ახლადმოსულს ულოცავენ მის ფსონს..

      ერთხელ მინდა მოვხსნა მეტი ვიდრე დავდე, მინდა წარმატების სახლის გავხდე დედა,
      მინდა ამოვიღო ,რაც კი წამიგია,რომ ვიპოვო ისევ სულის ჰარმონია...
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს