ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2010


თამამად ვსუნთქავ


ვნებისფერი სიმორცხვით ვეპარებით დღეს, სივრცე თითქოს ვერ გვიმჩნევს...
ისევ ახლოს ხარ...
,,დავიკარგოთ" მითხარი და დროც აგვცდა...
ტუჩებზე ჩემს სურვილს ვაგროვებდი, შენი სუნთქვა არღვევდა საზღვრებს...
ახლა ზედმეტია სიტყვები ღამე სასთუმალთან რომ უნდა ჩამომისხდნენ და შენი არსება მანატრებინონ...
გუშინ გამიკვირდი, დღეს კი მოლოდინი ფეხისწვერებით შეუდგა აღმართს ...
ხედავ? - სამყაროს სამი დრო აღგიქვამს... უსასრულობაა...
ყოველდღიურობის გავლით კი მაინც იქ ვხვდებით, სადაც შენი სუნთქვა უჰაეროს მტოვებს...
გაგვიზაფხულდა, თამამად ვსუნთქავ და...
...ისევ გეტყობი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები