ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
19 აგვისტო, 2010


საიტის წევრებო და ადმინისტრაციავ, საწყენი არ იყოს რა :) ველურის თანაავტორობით.

              (ორი საიტის წევრის პირადი მიმოწერა, რომელიც ხელში ჩამივარდა)

- გაუმარჯოს ძმა, თუ შეგიძლია ორი მეტაფორა მასესხე, ლექსში ჩავდებ, ურაკზე დავდებ რეიტინგით ამოვალ ხარჯებს და ჩაგასესხებ.  თავფურცელზე თუ გავიდა მოგებას გაგიყოფ.

- გაუმარჯოს, რაფერაა იცი, მეც ერთი მეტაფორა მაქვს დარჩენილი ჯერ მუზა არ ამიღია, აგვიანებენ ამ თვეშიც, არადა ვითომ პრემიალური რითმებიც იქნებაო თქვეს, თან მე ხო იცი ნახევარ სტროფზე ვარ, ბევრი სტროფგარეშეც მუშაობს მარა რად გინდა არ უხდიან. თან უფროსად ვიღაც დეფილი დაგვინიშნეს, გალა შემცლექსცირებაში მოხდა, მიჭირს მეც მაგრად.

- კაი ბიჭო კვირაში 10 მხატვრულ სახეს მარტო იუმორისტულიდან იღებ ვითომ სხვა ნიკზე რო გაქ გაფორმებული იმ ტროპანიიდან, მთელი ჩრდილოვანი ნიკ-ონომიკა გაქ ხელში და ქულებში ცურავ, სტრიქონს აჯდები ბლიად? 

- აი ლექსები არ მენახოს ცოცხალი თუ ბწკარედიც მეგდოს ჯიბეში, გადმოატრიალე თუ გინდა და ვერლიბრის მეტი არაფერი არ გადმოცვივდება, ისიც მეზობელი პოეტიდან ვისესხე თვის ბოლომდე, მრავალწერტილის გადასახადი ბევრი მომივიდა, ვიღაც ჩემი გავლენის ხაზზე ზის და მპარავს აშკარად, კუპლეტებიზა რიტმი ვერ მიყიდია.

- მაი არ ვიცი მარა მეშვილდიშვილს ჩერქეზას ლექსი გაუტეხია, მთელი სტრიქონი გაუზიდია, მარტო ერთი სიტყვის გატანა ვერ მოასწრო, ამ დროს სახლში საბრუნებულან და ამტყდარა ამბები, გაქცევა მოუსწრიათ, ნიკა ამბობს თუ დავიჭირე გოდების კედელზე ვარტყმევინებ ავატარსო.

- ვახ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ამ წელში, ამიტომ წინდახედულობა უნდა გამოიჩინო და ლექსი აუდიო ვერსიით და წითელი ხელით ჩაკეტო, მერე რას წაიღებენ იმასაც დავინახავ, ისე დღიურში ჩემთან საეჭვო სტრიქონები ჩერდება და არ მომწონს, თუ კიდე განმეორდა პატრულატორს დავუძახებ და წავაშლევინებ,.

- ხო რა,  პოეზნესი და ძმაკაცობა არ უნდა აურიო ისეთი დროა, არ მოგწონს ლექსი თქვი ძმაო, პატივისცემა თუ გინდა ისე მეცი პატივი, საჯაია ბრუნდებაო ბიზლექსში და რამდენს დაძირავს აზრზე ხარ?

- შენ მალადეც, ეს ახალაია ამბები რომ იცი, დღეს დილით გავიგე მეც, მეზობელს ნიკივიზორი მაღალ ხმაზე ჰქონდა ჩართული და მოვკარი ყური.

- დღეს ძმაო ბიზლექსის დაწყება თუ გინდა სათქმელი კაპიტალი უნდა გქონდეს დაგროვილი, გავლენებიდან ახლა ცოტა კრედიტებსაც აიღებ მაგრამ მთლად მინდობაც არ ივარგებს, თავიდან ყველა გავლენებით იწყებს მაგრამ მერე ხელახალი ინლექსიცია უნდა გააკეთო, დიდი შემოქმედებითი სიხარულს რომ მიიღებ უნდა მოირჩინო ცოტა არ უნდა დახარჯო მთლად. საშემოქმედო და დიდების გადასახედი კრიტიკუფლებამ თუ არ აწია ძაან მაღლა ქე გადაიხედავ პატიოსნად.

- ამ წელს პოემაზე მინდოდა მეც წასვლა და დასვენება, ბევრი ზღვა იყო შიგნით ნახსენები, მარა ვერ მოვახერხე, გუშინ ორმა ლექსმა ჩამოიარა გამოთქმით, გენრი დოლიძემ გამოგვიშვა - როგორა ხართ უჩემოდო. რა მეთქვა შემოვიყვანე, დავაჯინე, დავათვრე, გავათბე, დავხვეწე და დავაძინე, დღეს დილით რომ გაეღვიძათ თავი უსკდებოდათ, სტროფხმელიაზე იყვნენ, მერე ფანჯარასთან მივიდნენ და მთლად გადაირივნენ, არიქა სადღაც დაგვმალე ნინო დარბაისელი მოდის და ვერ გადავურჩებით, დღის შუქზე რომ გამოვდიოდით არ დაგვიბარებიაო.

- გამეცინა ახლა,  საიტზეც გემოვნებამ აიწია და ლექსის ხარისხი თუ არ აწიე ვერ წააკითხებ, მოკლედ გავლენის სტროფენტებს რო იხდი ვერ რისკავ სიახლეს და ეგაა რა, რისკის გარეშე არაა ბიზლექსი, ნეტი უნდა დაყო საიტმენტებად, მაგალითად ლიტ.გეს საიტზე ვერლიბრი საღდება, მანდ უფრო სვეტსკი წამკითხველია და ქულის გადახდაც უჭირთ პრეტენზიული გემოვნება აქვთ, ურაკის საიტზე უფრო საშუალო ფენა შემოდის, აქ არის ერთი საიტმენტი "დილეტანტების ბაზარს" უწოდებენ მანდ ძმაო ნახმარი რითმებიც საღდება, "ელიავას ბაზარია" ვაფშე საიტს გარეთაა.

- ეს საიტის პრობლემაა არაა მარტო, ხელექსუფლების ბრალია, ახალი სონეტსტუმრო გაუხსნიათ ბათუმში, მერე ადგნენ და ქუჩლექსს, ვიღაც თურქი პოეტის სათაური დაარქვეს, ახლა ივარგებს ის რამედ? ან რა პოეზნესზეა საუბარი?

- არაფერი არ გვეშველება, კაი წავედი აბა, თავი მაქვს ტრიოლეტივით, ყველა სამ დღეში მეორდება ტკივილი.

- კაი, კარგად იყავი, შემეხმიანე და რო აიღებ მუზას არ გამომაპარო, ეს ჩაიწერე ჩემი ნომერია. რვა ცხრა სტროფი - ოცდალექსი - სამოცდასტროფი - ლექსმეტი.

- დროებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები