ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2010


ინ ტერვალი

გაფრინდი...
ხელები ჩემს სახეზე დაგრჩა
სურვილები ჩემს წელზე,
ჩემი თვალებიდან მოლოდინი ამოჭერი და თან გაიყოლე
რომ აღარ მეფიქრა შენს ფორმაზე და მნიშვნელობაზე...
მე კი ყელთან დამრჩა შენი მკლავისხელა თბილი რკალი...
რომელშიც ვწევარ ჩანასახივით და ვცურავ
თბილწყლიან ცაში რომელსაც შენ
ხვალ გადაუფრენ  ალბათ თუ არ ჩაგეძინა...

მე მინდა ვუსმინო შენი სუნთქვის ინტერვალებს
დაუსრულებლად და მთელი და ნახევარი ნოტები
გავანაწილო ჩემი ხუთი შეგრძნების ხაზზე...
შენს ხელში ჩატეული ჩემი თითებით
ვიღებ აკორდებს და მჯერა
ამ მუსიკის უსასრულობის...

შენ
ხუთი ინსტიქტით ცხოვრობ...
ხედავ,
გჯერა,
მოძრაობ,
რჩები
და ასვებ...

მე ხუთ შეგრძნებას ვპულობ
სველს
თბილს
ნესტიანს
მყარს
და ვლღვები ჩემი ჩაყინული დღეების კედლიდან...

ტალღებს რომლებიც შენს თვალწინ ერთმანეთში
ყირავდებიან
ჩემი ცის ფერი აქვთ და ჩემნაირად ხმაურობენ...
მე მინდა შენში ჩემი ტალღებით ცურვა...
და როცა შენი სიზმრებიდან დაბრუნდები
მინდა რომ იქცე კალაპოტად რომელშიც ვიდინებ,
ქარის საპირისპიროდ
და დასასრულისკენ უკან შემოვბრუნდები...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები