ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2008


ის ყველაზე სხვანაირად მიყვარს

ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ, სულ, მე რომ დავიბადე იმის მერე. თითქმის ტოლები ვართ და ვგავართ, მაგრამ ის უფრო ლამაზია, იმიტომ რომ ნამდვილი ოქროს თმები და ნამდვილი ოქროს წვერები აქვს. და ძალიან მხიარული.
მაგრამ ამ ბოლო დროს
- რატო ხარ მოწყენილი?
- თავი დამანებე, დავიღალე.
დაიღალა არა ის! მერე რაღაცას მივხვდი, მაგრამ არ გვიყვარს არცერთს ზედმეტი კითხვები, ამიტომ სხვა ოთახში გავიძურწე და ვიტირე. თან ბევრი რაღაც გამახსენდა. მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა. სამი განსაკუთრებით:

1. მმოძღვრავს. ყურადღებით ვუსმენ. უფროსი ძმაა მაინც.
  ,,თუ რამეზე გაბრაზდები, აიღე მუშტი და ხეთქე მაგრად კედელს, ხოდა გაბრაზება გადაგივლის"
  მომწონს, კარგი აზრია.
  მაგრამ ვაი! საწყალი ჩემი მუშტი.

2. მაღალი სიცხე მაქვს. ვწევარ ჩემს სოროში და სულ მძინავს. ხანდახან ვახელ თვალებს და მერე ისევ ვითიშები. ღამეა. ვერ    ვხედავ, რა ხდება სახლში, მაგრამ საიდანღაც ვიცი რომ ღამით ხატავს.
    დილით გამოვლასლასდი. თვითონ უკვე სამსახურში იყო და ჩემი პორტრეტი აეყუდებინა პიანინზე ჩემს ძმას.
    არადა ხელი მქონდა ჩაქნეული, მთელი ბავშვობა ვეხვეწებოდი და არ მხატავდა.

3. ჩემს ოთახში სძინავს. იმიტომ რომ ხელი აქვს გადაჩეხილი და მის ოთახში კიდევ რემონტია და გვეშინია, ინფექცია არ
  შეეჭრას.
  ხელი იმიტომ აქვს გადაჩეხილი, რომ რაღაცაზე გაბრაზდა, ხოდა აიღო მუშტი და ხეთქა მაღაზიის შუშას.
  ასე რომ, ორო "დაუვიწყარი" ღამე გაატარა წინასწარი პატიმრობის საკანში.
  ახლა სძინავს ჩემს ოთახში. მეც იქვე იატაკზე. დილაა და ვუყურებ. თვალებდახუჭულსაც ეტყობა რომ დარცხვენილი და
  თან მშვიდი სახე აქვს. და ისე ძალიან უხდება ჩემს სალათისფერ სოროს თავისი ოქროს თმებით და ოქროს წვერებით, რომ
  ახლოს მივედი, კარგად დავაკვირდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არსება ყველაზე ძლიან მიყვარს მსოფლიოში,
  ყველაზე ძალიან არ ვიცი, მაგრამ ყველაზე სხვანაირად და რომ მივხვდი უცებ ვიტირე, ვიტირე და უცნაურ შუბლზე ვაკოცე.
  არ გაუგია, ისეთი მაგარი ძილი იცის ჩემმა ძმამ.

მერე ისევ ერთად ვმღერით  ჩემი ძმის დაწერილ სიმღერას ჩემზე:
,,ჯობან* ქალა ქუუუულა
ჯობან ბამბის ქუუულაა"

- ვაიმე ჩემი ჯობანას გაკეთებული ჩაი როგორ მინდა როგოოორ!
- ოოოოოო
- მიდი, მიდი უცებ
- მაშიიიიინ...
- კაი არ მინდა
- კაი გაგიკეთებ
- კაი გათხოვებ და არ გამიკეთო
- კაი გაგიკეთებ და არ მათხოვო
- კაი...
და ასე შემდეგ

აუ ნუ ხარ მოწყენილი რაა :(



*ჯობანა - ჩემი ზედმეტსახელი, ბავშვობაში ჩემი ძმის მიერ შერქმეული :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს