 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2010 |
/18. ჰოოოო თუ მიდი-მოდიხარ ზნაჩიტ ჩემი პულსი ყოფილხარ კაკ რაზ ეგრეა - ხან ძალიან არის და ხან ვაფშეც არ არის ხოლმე
მარა მივეჩვიე უკვე - აღარ მიდევს ხელი მაჯაზე... ბაკურბატონი. 2010-08-18 23:02:00/
დიდი ხანია, აღარ გიდევს ხელი მაჯაზე, შეეშვი ექთნებს და ექიმებს, ნათელ პალატებს, რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე” ან ტკივილისგან ზოგჯერ პულსმა არ გიღალატა.
რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს და თუნდაც გულში, გემრიელად არ შეაგინებ - შენს რწმენას – უცდუნებლობისთვის არასდროს სამყოფს, შენს ურწმუნობას – სანახევროდ რომ რეაგირებს
და მაინც სადღაც, გულისგულში ვერ ცდება საზღვრებს... არადა შენ ხომ არჩევანის უფლების გწამდა! თუ სიკვდილია, დამერწმუნე არა აქვს აზრი, გულის სიღრმიდან შემოტევას, საკმაოდ მწვავეს
ბრადიკარდული ერქმევა თუ ტაქიკარდული... და ვირტუოზი სოლისტებიც ცხოვრების ჯაზში, სანამ უკრავენ, არ ადარდებთ რას ჩივის გული.
დიდი ხანია აღარ გვიდევს ხელი მაჯაზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. დიდი ხანია აღარ გვიდევს ხელი მაჯაზე...
დიდი ხანია აღარ გვიდევს ხელი მაჯაზე...
38. 37-ეს: სხვა რამ მგონია, ამ ფრაზით ზუსტად წარმოჩინდა ,,ის,,- (იქნებ არა მხოლოდ):) კარგია 37-ეს: სხვა რამ მგონია, ამ ფრაზით ზუსტად წარმოჩინდა ,,ის,,- (იქნებ არა მხოლოდ):) კარგია
37. "რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე” - ეეჰ... გაფუჭდა ლექსი (ჩემი აზრით). "რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე” - ეეჰ... გაფუჭდა ლექსი (ჩემი აზრით).
36. არვიცი არ ვიციიი ლექსიიი კარგია რითმაც მომეწონა ,,უბრალოდ ეს მიკვირს ,,ემოციაა თავისუფალიი...,,და იდეალიც არვიცი არ ვიციიი ლექსიიი კარგია რითმაც მომეწონა ,,უბრალოდ ეს მიკვირს ,,ემოციაა თავისუფალიი...,,და იდეალიც
35. ძალიან მომეწონა, რამდენჯერმე წამაკითხა თავი... ალბათ, ესაა კარგი ლექსი, როცა ფრაზებად აგეკიდება... 5 ძალიან მომეწონა, რამდენჯერმე წამაკითხა თავი... ალბათ, ესაა კარგი ლექსი, როცა ფრაზებად აგეკიდება... 5
34. შეყვარებულივით ვარ:)ისეთი ჩემია ეს გოგო. შეყვარებულივით ვარ:)ისეთი ჩემია ეს გოგო.
33. მე ვფიქრობ საუკეთესოა შენებში :) მე ვფიქრობ საუკეთესოა შენებში :)
32. კი არ შეგახსენე, მოგილოცე ტუტუც :)) კი არ შეგახსენე, მოგილოცე ტუტუც :))
31. ვახ, ახლა ვხვდები რატომ თქვი გუშინ რამდენჯერმე - მეგობრებთან ერთად ბუნებაში ლუდს დავლევ ხვალო:) და რატომ შემახსენე ბუშტუკას დაბადება:))
მე ხო დებილი ვარ გოგო ეგეთ რამეებში:))
გეთქვა რა და გაგეხსენებინა პირდაპირ, უფ!
დიდი, დიიიდი გოგო გაიზარდე ნეკერ! ვახ, ახლა ვხვდები რატომ თქვი გუშინ რამდენჯერმე - მეგობრებთან ერთად ბუნებაში ლუდს დავლევ ხვალო:) და რატომ შემახსენე ბუშტუკას დაბადება:))
მე ხო დებილი ვარ გოგო ეგეთ რამეებში:))
გეთქვა რა და გაგეხსენებინა პირდაპირ, უფ!
დიდი, დიიიდი გოგო გაიზარდე ნეკერ!
30. მეორე + დაბადების დღის მოლოცვით ;) მეორე + დაბადების დღის მოლოცვით ;)
29. ბერეთელო, ეგ დასვენების და მუზის ბრალი არ არის, აი ამ ოხერი ბაკურბატონის პადაჩის ბრალია :)
და მოენატრე ნეკერას :( ძალიან :( ბერეთელო, ეგ დასვენების და მუზის ბრალი არ არის, აი ამ ოხერი ბაკურბატონის პადაჩის ბრალია :)
და მოენატრე ნეკერას :( ძალიან :(
28. აქა მგონი საჩემოდაა საქმე:) ნეკერ, გამოიარე:) აქა მგონი საჩემოდაა საქმე:) ნეკერ, გამოიარე:)
27. კიდო წავიკითხე და უფრორე მომეწონა... :) კიდო წავიკითხე და უფრორე მომეწონა... :)
26. ვახ! ნეკერ, სად ისვენებდი ამ ზაფხულს, ასეთი მაგარი მუზა რო გამოგიჭერია! :))))))) მე შვებულება წინ მაქვს და მითხარი თუ ღმერთი გწამს. :)))))))))) ვახ! ნეკერ, სად ისვენებდი ამ ზაფხულს, ასეთი მაგარი მუზა რო გამოგიჭერია! :))))))) მე შვებულება წინ მაქვს და მითხარი თუ ღმერთი გწამს. :))))))))))
25. ექსკლუზიურად თქვენთვის ჩემი პირველი კომენტარი :) მომეწონა კარგია 5 ექსკლუზიურად თქვენთვის ჩემი პირველი კომენტარი :) მომეწონა კარგია 5
24. ნეკ. დიდი ხანია მომწონებია კაირა, დიდი ხანია საერთოდ არ წამიკითხავს შენი ლექსი და ისე გამეხარდა. მართალია და ჯიგრული. მამიდა ხარ ნაღდი :-* ნეკ. დიდი ხანია მომწონებია კაირა, დიდი ხანია საერთოდ არ წამიკითხავს შენი ლექსი და ისე გამეხარდა. მართალია და ჯიგრული. მამიდა ხარ ნაღდი :-*
22. უიმე ბოლო სტროფში შეცდომა მომსვლია:)
და სამუდამო გაფითრება გარდაცვალების კი არა - და სამუდამო გაფითრება გამოთხოვების უნდა იყოს:)
ანუ:
რა სიცოცხლეა თუკი მარტო ცრემლის დენაა და სამუდამო გაფითრება გამოთხოვების.... ასწიეთ თავი! შეჩერება რა ბედენაა - პირდაპირ უნდა შეველეწო თალღას ცხოვრების
ძაან ძველი ლექსია და შემეშალა:) პატარა ბაკაკო არ მაპატიებს ამ შეცდომას:) უიმე ბოლო სტროფში შეცდომა მომსვლია:)
და სამუდამო გაფითრება გარდაცვალების კი არა - და სამუდამო გაფითრება გამოთხოვების უნდა იყოს:)
ანუ:
რა სიცოცხლეა თუკი მარტო ცრემლის დენაა და სამუდამო გაფითრება გამოთხოვების.... ასწიეთ თავი! შეჩერება რა ბედენაა - პირდაპირ უნდა შეველეწო თალღას ცხოვრების
ძაან ძველი ლექსია და შემეშალა:) პატარა ბაკაკო არ მაპატიებს ამ შეცდომას:)
21. მოვედი:)
რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე”
რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს
ამეებმა პატარა, 16 წლის ბაკაკოს ერთი ,,შედევრი,, გამახსენა და მოგიტანე:
რა ბედენაა...
ასწიეთ თავი! თავის მოკვლა რა ბედენაა? პირდაპირ უნდა შევეჩეხო ტალღას ცხოვრების! გაშალეთ ხელი – გულში ბრაზი რამოდენაა! დრო აღარ არის ტირილის და განმარტოების! . ყველა წუხილი გამექცევა ღვინოსთან ხიზნად, ჩემი მიჯნური – განთიადიც თუ ვერ ვიცანი... თვითონ არ ვიცი რა და რისთვის ავიღე მიზნად – მიზნის მიღწევის სურვილია ჩემი მიზანი! . ნერვებაშლილი, ფერწასული დრო მიმიზიდავს, ამ ლოთიანი სიყვარულის არდაცალება, მერე სასმისებს ვახტანგურით დავცლი სიკვდილთან და კრიმანჭულით ვადღეგრძელებ გარდაცვალებას! . რა სიცოცხლეა, თუკი მარტო ცრემლის დენაა და სამუდამო გაფითრება გარდაცვალების... ასწიეთ თავი! შეჩერება რა ბედენაა? პირდაპირ უნდა შეველეწო ტალღას ცხოვრების!
1992
რა სიცოცხლეა, თუკი მარტო ცრემლის დენაა
ჰოდა, მაინც, რა ბედენაა? :)
მოვედი:)
რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე”
რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს
ამეებმა პატარა, 16 წლის ბაკაკოს ერთი ,,შედევრი,, გამახსენა და მოგიტანე:
რა ბედენაა...
ასწიეთ თავი! თავის მოკვლა რა ბედენაა? პირდაპირ უნდა შევეჩეხო ტალღას ცხოვრების! გაშალეთ ხელი – გულში ბრაზი რამოდენაა! დრო აღარ არის ტირილის და განმარტოების! . ყველა წუხილი გამექცევა ღვინოსთან ხიზნად, ჩემი მიჯნური – განთიადიც თუ ვერ ვიცანი... თვითონ არ ვიცი რა და რისთვის ავიღე მიზნად – მიზნის მიღწევის სურვილია ჩემი მიზანი! . ნერვებაშლილი, ფერწასული დრო მიმიზიდავს, ამ ლოთიანი სიყვარულის არდაცალება, მერე სასმისებს ვახტანგურით დავცლი სიკვდილთან და კრიმანჭულით ვადღეგრძელებ გარდაცვალებას! . რა სიცოცხლეა, თუკი მარტო ცრემლის დენაა და სამუდამო გაფითრება გარდაცვალების... ასწიეთ თავი! შეჩერება რა ბედენაა? პირდაპირ უნდა შეველეწო ტალღას ცხოვრების!
1992
რა სიცოცხლეა, თუკი მარტო ცრემლის დენაა
ჰოდა, მაინც, რა ბედენაა? :)
20. ლექსი რა თქმა უნდა მახსოვს ბაკურ, მაგრამ სიმართლე გითხრა, უფრო ყელზე ბანტის სტროფი :) მოი :-* ლექსი რა თქმა უნდა მახსოვს ბაკურ, მაგრამ სიმართლე გითხრა, უფრო ყელზე ბანტის სტროფი :) მოი :-*
19. ,,ძმა, ეს ცხოვრება არითმიაა და დაჭერილი თითებით მაჯა! თუკი სამოთხის კარი ღიაა, იქ ყველა თავის ახლობელს ქაჩავს... ,,
გეხსომება ეს შენ:) კიდევ შემოვალ მე აქ:) ,,ძმა, ეს ცხოვრება არითმიაა და დაჭერილი თითებით მაჯა! თუკი სამოთხის კარი ღიაა, იქ ყველა თავის ახლობელს ქაჩავს... ,,
გეხსომება ეს შენ:) კიდევ შემოვალ მე აქ:)
18. აქ მნიშვნ. არ აქვს ვინ ადრე მივა, შენ შეიძლება გვიან მიხვიდე მაგრამ უფრო კარგი მისვლა ერქვას, იგივე დარჩენა :) აქ მნიშვნ. არ აქვს ვინ ადრე მივა, შენ შეიძლება გვიან მიხვიდე მაგრამ უფრო კარგი მისვლა ერქვას, იგივე დარჩენა :)
17. კომუნისტ :) მაგ პირობამდე შენ უფრო სწრაფად მიხვალ და ეს ბუნებრივიცაა - გრძელ დისტანციამდე კაცი უფრო მტკიცედ მიდის, მე ხანდახან მუხლს ვასვენებ ხოლმე... ;) კომუნისტ :) მაგ პირობამდე შენ უფრო სწრაფად მიხვალ და ეს ბუნებრივიცაა - გრძელ დისტანციამდე კაცი უფრო მტკიცედ მიდის, მე ხანდახან მუხლს ვასვენებ ხოლმე... ;)
16. ახლა ჩვენი დადებული პირობა გამახსენდა :) ეს ლექსი ამართლებს ;)
5 ახლა ჩვენი დადებული პირობა გამახსენდა :) ეს ლექსი ამართლებს ;)
5
14. ჩასწორებუულ ;;) ჩასწორებუულ ;;)
13. ტაქიკარდია-ბრადიკარდიის მეტი რა ვიცი, ნინა, მე შეგისწორე "ტახიკარდია", უნდა იყოს ტაქიკარდია. ტაქიკარდია-ბრადიკარდიის მეტი რა ვიცი, ნინა, მე შეგისწორე "ტახიკარდია", უნდა იყოს ტაქიკარდია.
12. ტაქიკარდია აჩქარებაა ნუც. ბრადიკარდია - შენელება. ისე, მეორე უფრო ვერაგია. მარა რა აზრი აქვს, რომელი მოგცელავს :D
ტაქიკარდია აჩქარებაა ნუც. ბრადიკარდია - შენელება. ისე, მეორე უფრო ვერაგია. მარა რა აზრი აქვს, რომელი მოგცელავს :D
11. დიდი ხანია, აღარ გიდევს ხელი მაჯაზე, ეს ლამაზი ფრაზაა... ლექსი ძალიან ჩვეულებრივი...+3 დიდი ხანია, აღარ გიდევს ხელი მაჯაზე, ეს ლამაზი ფრაზაა... ლექსი ძალიან ჩვეულებრივი...+3
10. აშუღი ხარ, რა, ნეკერ :)
ტაქიკარდიაა ეგ.
აი, ხედავ, ჩემმა წყევლამ რა კარგად გიწია, ქალო? :D
:-* აშუღი ხარ, რა, ნეკერ :)
ტაქიკარდიაა ეგ.
აი, ხედავ, ჩემმა წყევლამ რა კარგად გიწია, ქალო? :D
:-*
9. ხუთი რულსმანი. ხუთი რულსმანი.
8. სრულიად ვეთანხმები თეას! "ტაოს დატირების" მერე ასე ლექსი არ მომწონებია შენი! ბრავო, ნეკერ! 5 სრულიად ვეთანხმები თეას! "ტაოს დატირების" მერე ასე ლექსი არ მომწონებია შენი! ბრავო, ნეკერ! 5
7. ნინა, ნინა, დიდი ხანია შენი ლექსი ასე აღარ მომწონებია:-*
ნინა, ნინა, დიდი ხანია შენი ლექსი ასე აღარ მომწონებია:-*
6. რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს და თუნდაც გულში, გემრიელად არ შეაგინებ - შენს რწმენას – უცდუნებლობისთვის არასდროს სამყოფს, შენს ურწმუნობას – სანახევროდ რომ რეაგირებს რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს და თუნდაც გულში, გემრიელად არ შეაგინებ - შენს რწმენას – უცდუნებლობისთვის არასდროს სამყოფს, შენს ურწმუნობას – სანახევროდ რომ რეაგირებს
5. მაგარი ლექსია უდავოდ:) მაგარი ლექსია უდავოდ:)
4. კარგი ლექსია:) კარგი ლექსია:)
2. ჯიგარი ხარ!
საღოლ! ჯიგარი ხარ!
საღოლ!
1. ამ ლექსს ველოდიიი :D :-*
და ვირტუოზი სოლისტებიც ცხოვრების ჯაზში, სანამ უკრავენ, არ ადარდებთ რას ჩივის გული.
ამ ლექსს ველოდიიი :D :-*
და ვირტუოზი სოლისტებიც ცხოვრების ჯაზში, სანამ უკრავენ, არ ადარდებთ რას ჩივის გული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|