ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2010


ერედის ღამე

ღამე რომელიც უკვე სამს რეკავს,
მთვარე გაჭრილი ღრუბლების არხი,
სივრცე - იგივე ხედის სამრეკლო,
სივრცე ხედების სამრეკლოს მარხავს...

და ასე შემდეგ, გაშლილი ქედი,
ქედი - ტრამალით დათვლილი აკრი,
მერე სიბნელე, ფრთებდაჭრილ ქედანს
ქედმაღლურ ქცევით დუმილი აკრავს...

სიო წააგავს გველების სისინს
და მოციონმაც იცის - გათელეს,
ქრება, ანათებს ისევ და ისევ
მომთვარისფერო ციცინათელა.

ქვით ჩაქოლილი მუნჯი დაღმართი,
გუბეში ჩამდგარ სარკეს ირეკლავს,
ერედის ღამე, თუმცა აღმერთებს
მოქუფრულ თბილისს ღამით - ირაკლი.

ჭოტი, რომელიც უკვე სამს რეკავს,
მთვარე გაჭრილი ღრუბლების არხი
ქედი - იგივე სივრცის სამრეკლო,
ქედი სივრცეთა სამრეკლოს მარხავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები